RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ფარული მუქარები და დემონსტრაციული დათმობები

09.02.2009  |  10:01

5/7/6/1576.jpegნატო აფხაზეთში რუსული ბაზების მშენებლობის პროექტის კრიტიკით გამოვიდა. ამის შესახებ 4 თებერვალს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა ალიანსის პრეს-მდივანმა ჯეიმს აპარუტაიმ.

"ნატო გამოხატავს შეშფოთებას რუსული ბაზების შესაძლო განთავსების თაობაზე, - მოჰყავს აპარუტაის ციტატა «Kavkazskiy Uzel»-ს,- რადგანაც ამას შეუძია დაარღვიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

ხმაური ბრიუსელში, რომელიც საქართველომ ატეხა, გამოწვეულია რუსეთ-აფხაზეთის გეგმებით გუდაუთაში სახმელეთო ბაზის შექმნის გეგმებით, ასევე ყოფილი საბჭოთა სამხედრო ობიექტების რეკონსტრუქციით ოჩამჩირეში და ბომბორში.

როგორც გაზეთი Vzglyad BBC-ზე დაყრდნობით იტყობინება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას "მიაქციონ სათანადო ყურადღება რუსეთის მილიტარისტულ მისწრაფებებს და არ დაუშვან პრიმატი ძალების ზეიმი დემოკრატიაზე და საერთაშორისო უფლებებზე". და შემდგომ - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებული საერთაშორისო კონტროლის გამო, რუსეთის ფედერაცია ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებს ამ რეგიონში თავისი სამხედრო პოტენციალის გასამაგრებლად".

ჩნდება შეკითხვა: რატომ შეწუხდა თბილისი რუსეთის "მილიტარისტური მისწრაფებებით" სწორედ ახლა? მოსკოვთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გეგმას აფხაზეთი არ მალავდა. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ამბობდა: "ჩვენ რუსეთის ფედერაციას ვთავაზობთ შევქმნათ ბაზა არა მხოლოდ სახმელეთო ჯარებისათვის, არამედ სამხედრო-საზღვაოსთვისაც. თუკი ასეთი იქნება რუსეთის მხარის გადაწყვეტილება, მაშინ ჩვენ, რათქმაუნდა, დაინტერესებულები ვართ ამაში".

დეკემბერში ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთ დახმარების შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ დაიწყო სხვადასხვა სფეროში 20 მდე შეთანხმების მომზადება. მათ რიცხვშია - უკვე კონკრეტული მუშაობა გუდაუთაში და კოდორის ხეობაში რუსული ჯარების განთავსების პროექტზე, აფხაზეთის სახელომწიფოებრივი საზღვრის საიმედო დაცვის მიზნით.

შესაძლოა, საქმე იმაშია, რომ სულ ახლახანს, იანვრის ბოლოს, გამოჩნდა ინფორმაციები ბომბორში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზის შექმნაზე? და ქართული ხელისუფლება, რომელსაც ნაკლებად სჯეროდა მის სუფთა თავდაცვითი დანიშნულების (დაიცვას აფხაზეთის ცა), ამიტომაც აღშფოთდნენ სერიოზულად?

არადა, თითქოს ყველაფერი ნათელზე ნათელია. საკმარისია შეგახსენოთ 1 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე გლუშკოს კომენტარი: "რუსეთის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, არიან გარანტი იმისა, რომ არ განმეორდეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რამაც სერიოზულ ჰუმანიტარულ შედეგებამდე მიგვიყვანა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100