RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო ელის, რას გადაწყვეტს ამერიკა და რუსეთი

09.02.2009  |  17:46

5/8/5/1585.jpegამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, დაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან. თითქოსდა, ეს მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. თბილისში, საყვარელი მოკავშირის რჩევა არაერთმნიშვნელოვნად აღიქვეს.

4 თებერვალს ჰილარი კლინტონი თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. მათ განიხილეს საკითხები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობას აწუხებს. მათ შორის კრიზისი ავღანეთში, ირანის ატომური პოლიტიკა და საქართველოში შექმნილი სიტუაცია (ყგველაფერი ეს უახლოეს მომავალში რუსეთისა და აშშ-ს ხელმძღვანელებს შორის დიალოგის საგანი უნდა გახდეს). მაშინ კლინტონმა თქვა სიტყვები, რომლის ციტირებასაც პრაქტიკულად ყველა ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალება ახდენდა: „ პრობლემის მოსაგვარებლად, თავად საქართველოსთვისაა აუცილებელი კონსტრუქციული თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან".

ამ გამონათქვამს, ჩვეულებრივ, სხვადასხვანაირად შიფრავენ: ოპოზიციამ გაიგო ერთი, ხელისუფლებამ - მეორე.

პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან შემდეგი განცხადება გააკეთა: „ის, რომ ახალი სახელმწიფო მდივანი საქართველოს ასეთი პრიორიტეტების თანაბრად ასახელებს, აშშ-ს მხრიდან მისი მხარდაჭერის პოლიტიკის გაგრძელებას ნიშნავს და ჩვენ მათგან ველით დახმარების რეზულტატებზე ორიენტირებას."

ამასთან, სპიკერსაც და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც არაფერი უთქვამთ სახელმწიფო მდივნის სიტყვების სხვა მნიშვნელოვან ნაწილზე - რუსეთთან დიალოგის აუცილებლეობაზე. ჯერჯერობით მზადყოფნის ნაცვლად ულტიმატუმის ხასიათის განცხადებები ისმის. თითქოს, ჯერ უარი თქვან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობაზე და შემდეგ დავილაპარაკებთო.

პრეზიდენტობის მთავარმა კანდიდატმა, გაეროში საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენლმა, ირაკლი ალასანიამ სწორედ ამისკენ მოუწოდა დღეს ქვეყნის ხელისუფლებას: გაააქტიუროს დიალოგი რუსეთთან. „ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს კონტაქტი რუსეთის ფედერაციასთან, მოძებნოს შეხების წერტილები. საჭიროა დიპლომატიური ხაზი, პირველ ეტაპზე შესაძლოა, ნაკლებად გამოაშკარავებულიც", - ალასანიას ციტირებას ახდენს ინტერნეტ-გამოცემა ВЗГЛЯД. მან,ამასთანავე, აზრი გამოთქვა „სახალხო დიპლომატიის" გააქტიურებაზეც.

უადგილო არ იქნება შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციაში ქართველების ყრილობის კომენტირებისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება დიალოგისთვის სწორ ადრესატებს არ არჩევს:"მე მინდა ვუთხრა რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობას, რომ თუ მათ უნდათ საქართველოსთან საუბარი, ისინი უნდა ელაპარაკონ არჩეულ ხელისუფლებას. საუბარი შეიძლება იყოს ყველა თემაზე, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი მოახდენს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100