RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი – გაეროს მომხრეა, მაგრამ ჯერ–ჯერობით ევროკავშირის წინააღმდეგია

09.02.2009  |  17:50

5/8/6/1586.jpeg17 თებერვალს ჟენევაში კავკასიაში არსებული სიტუაციის შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყება, რომელიც ორგანიზებული იქნება გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის მიერ. აფხაზური მხარის პოზიციის გასაცნობად 4 თებერვალს სოხუმში ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ.

მასპინძელმა, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ შეხვედრის დასაწყისშივე გააფრთხილა სტუმრები:

„თუკი უნდათ, რომ თავს მოგვახვიოთ პროექტი, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, - ციტირებას ახდენს „Rosbalt" , - ჩვენ მას არ მივიღებთ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, რომ მეტი ყურადღება ეთმობა საკითხის პოლიტიკურ მხარეს და არა პრაგმატულს".

ამასთანავე, აფხაზეთის მინისტრმა ქარაგმების გარეშე დაიწყო პრობლემებით, რომლებიც ბოლო დროს დაგროვდა ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქმე იმაშია, რომ რაც აფხაზეთმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მიიღო, რესპუბლიკაში გაეროს მისიის მანდატი მოძველდა. ახალ დოკუმენტს კი განიხილავენ 10 თებერვალს, ნიუ-იორკში, ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინაში. რესპუბლიკაში ევროკავშირის დამკვირვებლების ყოფნა კი, როგორც შემდეგში შამბამ განაცხადა, აფხაზეთისთვის სავსებით მიუღებელია.მან განმარტა:

„ევროკავშირის აბსურდული პოზიცია, რომ აფხაზეთს არასოდეს არ სცნობს და რუსეთმაც უნდა უარყოს მისი ცნობა, კონსტრუქციულობამდე ვერ მიგვიყვანს, მითუმეტეს ნდობამდე" და ჯერჯერობით, თუკი ევროკავშირს ექნება ასეთი პოზიცია, თანამშრომლობაზე ლაპარაკი უაზრობაა.

კიდევ, ჩეხეთის (ქვეყანა, რომელიც ახლა თავმჯდომარეობს ევროკავშირს) ელჩმა, საქართველოში რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირის მთავარი ამოცანა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ამის შემდეგ ევროპასა და აფხაზეთს შორის რა დიალოგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

მაგრამ, დავუბრუნდეთ გაეროს მანდატს. ოფიციალურ თბილისს 10 თებერვლამდე მოცდა არ უნდა. ის უკვე ახლა ითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებისა და ტერორისტული აქტების დაუშვებლობის" შექმნას, ამისთვის კი - „აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლების შეყვანას და სამშვიდობო მისიის სასწრაფოდ განლაგებას".

აი ასე. არც მეტი და არც ნაკლები. განხილვების გარეშე? მსოფლიოში ავტორიტეტული ორგანიზაციის ნების გამომხატველი აქტით? ასეთი ვარაუდი „გადამეტებულიც" კი რომ იყოს, თბილისს თუკი მართლაც „მხოლოდ და მხოლოდ" მანდატის განხილვის დაჩქარება სურს, ეს არაა ის შემთხვევა, როდესაც სიჩქარე გამართლებულია.

ზემოთ ხსენებული საერთაშორისო ორგანიზაციები იმიტომაც არიან ავტორიტეტულები, რომ ძირითადად, ცდილობენ, არ გააღვივონ ციებ-ცხელება. მოქმედებენ გააზრებულად, აწონ-დაწონილად, თანმიმდევრულად, ყველა მხარის მოსაზრებების გათვალიწინებით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100