RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დაინახავს თუ არა მსოფლიო მიტოვებულ ოსებს?

10.02.2009  |  10:07

5/9/1/1591.jpegეუთოს, გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა 5 თებერვალს სამხრეთ ოსეთი მოინახულეს. ისინი შეხვდნენ რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს კონფლიქტის შემდგომი დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩუევს და განიხილეს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის პერსპექტივები, რომელიც 17-18 თებერვალს უნდა შედგეს.

„სამხრეთ ოსეთის სახელით,- განაცხადა, სტუმრების მისალმებისას, ბორის ჩოჩიევმა,- მინდა გამოვხატო მადლიერება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ, ძირითადად კეთილისმყოფელ ეუთოს, ჩვენი რესპუბლიკის გაზით მომარაგების საკითხის გადაჭრაში მონაწილეობის მიღებისთვის".

ნამდვილად, „გაზის ბლოკადის" მოხსნა, რომელიც დაიწყო მას შემდეგ რაც საქართველომ რუსული გზის მიწოდება შეწყვიტა ცხინვალში, გადაწყდა მხოლოდ ეუთოს სპეც-წარმომადგენლის, ხარალამპოს ხრისტოპულოსის, სამხრეთ ოსეთში ვიზიტის შემდეგ. სწორედ მან დაადასტურა გაზსადენის სამხრეთ ოსური ნაწილის მწყობრში ყოფნა.

მით უმეტეს, ბორის ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკას კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. როგორც სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდური სიტყვის სახელმწიფო კომიტეტი აცხადებს, მან გამოთქვა იმის იმედი, რომ ჟენევაში გადაწყდება იმ დევნილი ოსების საკითხიც, რომელთა საქართველოდან დევნაც დღემდე გრძელდება.

სამართალდამცავებიც და ევროპელი დამკვირვებლებიც რატომღაც დღემდე თვალს ხუჭავენ საქართველოში მყოფი ოსების უბედურებაზე. თავიანთ მოხსენებებში ისინი შემოიფარგლებიან გაცრეცილი ფორმულირებებით და შტამპებით, „ჰუმანიტარულ სიტუაციაზე" მითითებით და „სასაზღვრო რაიონებში არსებული უამრავი პრობლემით". თუმცა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას საკმარისზე მეტი ინფორმაცია აქვს საზღვარს იქით მცხოვრები თავისი მოქალაქეების მძიმე პირობებზე.

ჯერ კიდევ 2005 წელს, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ (საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობის მორიგი გამწვავებიდან ერთი წლის შემდეგ), ბორის ჩოჩიევი აცხადებდა:

„საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად უქმნის ოსებს ცხოვრების გაუსაძლის პირობებს, რომლებიც არა მხოლოდ უშლის ოსი დევნილების საქართველოში დაბრუნებას ხელს, არამედ წასვლისკენ უბიძგებს იმ ოსებსაც, რომლებიც არ იყვნენ მანამდე დევნილები". ბორის ჩოჩიევმა დადო პირობა, რომ თუკი თუნდაც ერთ ოსს დაუბრუნებდნენ საქართველოში ბინას, ამის აღმნიშვნელი ინფორმაცია სამხრეთ ოსური გაზეთების პირველივე გვერდზე გამოჩნდებოდა. დასრულებისას კი მან შოკის მომგვრელი დეტალი მოიყვანა:

„თქვენ, რა თქმა უნდა, გაგიკვირდებათ, მაგრამ დევნილი ოსების უმეტესობას შრომის წიგნაკში აღნიშნული აქვს: „გათავისუფლებულია სამსახურიდან ოსური ნაციონალობის გამო".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100