RSS
на русском en in english
14.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გაყალბების მარშრუტი: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველო

10.02.2009  |  10:09

5/9/2/1592.jpegეუთოში აზერბაიჯანის დელეგაცია აპირებს მოითხოვოს გამოძიება, რუსეთის მიერ სომხეთის, შეაიარაღებით გულუხვად დასაჩუქრების გამო, თბილისში კი ფიქრობენ, რომ მოსკოვი აპირებს, საქართველოს წინააღმდეგ აამხედროს სომხები.

საკნდალი იანვრის დასაწყისში ბაქოს ტელეარხის - ANS TV-ის განცხადებით დაიწყო. იმის შესახებ, რომ გასული წლის ბოლოს მოსკოვმა ერევანს გაუხსნა რუსული სამხედრო ბაზის ბეღელი, რესპუბლიკის ჩრდილოეთით, გიუმრიში. მთლიანობაში სომხეთს თითქოს და 800 მილიონი დოლარის შეხვდა. უანგაროდ. დამამტკიცებელ საბუთად არხს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის, პოლკოვნიკ ალექსანდრ პეტრუნინის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც ვითომც და ეს ყველაფერი აღიარა. ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-გამოცემემ „მედია ფორუმმა" გამოაქვეყნა სომხეთისთვის გადაცემული შეიარაღების სიის ასლი, რომელიც ხელმოწერილი იყო ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილის, გენერალ-ლეიტენენტ ვიაჩესლავ გოლოვჩენკოს მიერ.

სიაში ჩამოთვლილია: ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები, რაკეტები, საქვემეხო ცეცხლის დანადგარები, ქვემეხები, ყუმბარბი, ნაღმმტყორცნები, ცეცხლსასროლი იარაღი და ა.შ.

შეშფოთებული ფუტკრების სკასავით აზუზუნდა ამიერკავკასია. ოფიციალურმა ბაქომ ეს ყველაფერი ყარაბახში აგრესორის დახმარებად აღიქვა და რუსეთში ნოტა გაგზავნა. საქართველოს პრესამ კი, თავისი ქვეყანა უკვე შესაძლო მსხვერპლად აღიქვა.

თავდაპირველად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო შეეცადა მეზობლების დამშვიდებას. განაცხადა, რომ არავისთან ომს არ აპირებს. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გიუმრის ბაზიდან არანაირი იარაღი არ მიუღიათ. ქარიშხლის გამომწვევი დოკუმენტი - ჩვეულებრივი სიყალბეა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, ზედმეტად გულუბრყვილოების ამაში დარწმუნებას.

„მსგავს განცხადებას ჩვენ ვაფასებთ როგორც საინფორმაციო პროვოკაციას", - განაცხადა სამინისტროს ინფორმაციისა და პრეს-სამსახურის სამმართველოს უფროსისი მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ დრობიშევსკიმ. მან ასევე დააზუსტა, რომ პოლკოვნიკ ალექსანდრ პეტრუნინს, თანამდებობრივად მსგავსი კომენტარების გაკეთების უფლება არ აქვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, 16 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მისმა ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა გამოხატა. მან განაცხადა, რომ მისი უწყების მიერ ჩატარებული გულმოდგინე გამოძიებით დადგინდა: მოცემული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.ოფიციალურ თბილისს ვითომც და არ უაქტიურია, მაგრამ ადგილობრივმა პრესამ თავგამოდებით იფანტაზიორა.

საიტმა abkhazeti.info განაცხადა: გასული წლის ოქტომბრიდან, მოსკოვი ოფიციალურ ერევანს დაჟინებით სთხოვს, რომ გააქტიურდეს ჯავახეთის რეგიონის მიმართულებით (საქართველოს ოლქი, რომელიც დასახლებულია ძირითადად სომხებით). ასე ვთქვათ, ვითომც და უბიძგებს საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისკენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100