RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიცია: ყოველი ახალი პრემიერი ბუტაფორიაა

10.02.2009  |  10:15

5/9/3/1593.jpegსაქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს თავის მორიდ სხდომაზე დაამტკიცა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი. ოპოზიციამ საიწააღმდეგოდ მისცა ხმა.

თუმცა, მმართველი „ნაციონალური მოძრაობის" (შეადგენს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 80 პროცენტს) ხმათა უმრავლესობით 34 წლის ნიკა გიალურის კანდიდატურა დამტკიცდა. ასეთივე დამთრგუნველი უმრავლესობით დამტკიცდა ხელისუფლების ახალი სემადგენლობა - ეს აუცილებლად შესასრულებელი ნაბიჯია კაბინეტის ლიდერის შეცვლისას.

ქვეყნის პრემიერი სავარძელი ლამის საბედისწერო აღმოჩნდა: გილაური - მეხუთეა ხუთი პოსტრევოლუციური წლის განმავლობაში. მთავრობის წინა თავმჯდომარე ნიკა გილაური მხოლოდ 92 დღე გაჩერდა პოსტზე და გადადგა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. (არაოფიციალური და უფრო დამაჯერებელი ვერსიის თანახმად, მისი გადადგომა პრეზიდენტთან კონფლიქტით არის გამოწვეული).

გილაურის კანდიდატურა მიხეილ სააკაშვილმა 30 იანვარს წარადგინა. ჯერ კიდევ მაშინ საპარლამენტო ოპოზიციამ განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს არც მას, არც მინისტრთა ახალ კაბინეტს და არც ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ პროგრამას „საქართველო სიღარიბის გარეშე".

მართლაც, მინისტრთა ახალი კაბინეტის წინააღმდეგ მთელმა საპარლამენტო ოპოზიციამ მისცა ხმა - ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" წევრებმა და „ძლიერმა საქართველომ". დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ კი ჯერ კიდევ განხილვის პროცესში შესთავაზა ოპოზიციას დარბაზის დატოვება და საპარლამენტო უმრავლების საკუთარ თავთან დატოვება მთავრობის ამ ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას. ბაღათურიამ იმაზეც გაამახვილა საყოველთაო ყურადღება, რომ პროგრამა „საქართველო სიღარიბის გარეშე" მიხეილ სააკაშვილმა ხალხს ერ კიდევ ერთი წლის წინ შესთავაზა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მთავრობის არც ერთი დანაპირები და პროგრამის არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა. უფრო მეტიც, ქვეყანამ კიდევ ერთი ტერიტორია დაკარგა - ახალგორი, უქონელი კი ათასობით ახალი მოქალაქე გახდა. დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა საკუთარი ერის უპატივცემულობა გამოამჟღავნა პარლამენტისთვის იმაზე პროგრამისა და მთავრობის პრაქტიკულად იგივე შემადგენლობის შეთავაზებით.

მართლაც, ყველა მინისტრმა თავისი პოსტი შეინარჩუნა. ახალბედა მხოლოდ ორი არის. ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი კახა ბაინდურაშვილი, რომელმაც ამ პოსტზე თავად გილაური შეცვალა და 34 წლის დიმიტრი შაშკინი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ახლად შექმნილ სადამსჯელო და იურისიული მხარდაჭერის სამინისტროს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100