RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ხელისუფლება თავს ბენდუქიძის ფასად შველის

10.02.2009  |  15:44

5/9/9/1599.jpegთავისი პრემიერობის პირველ დღეს ნიკა გილაურმა სამსახურიდან დაითხოვა სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელი კახა ბენდუქიძე. ოპოზიცია ზეიმობს. ექსპერტები ურჩევენ, რომ დაელოდონ მოვლენების განვითარებას.

7 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ნიკა გილაური დაამტკიცა, მან „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა: კახა ბენდუქიძე და მისი ადმინისტრაცია აღარ იმუშავებს. მაგრამ კახა ავთანდილის ძეს შესთავაზა, მისი მრჩეველი გამხდარიყო.

ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კომენტირებისას კახა ბენდუქიძე საკმაოდ თავშეკავებული იყო. როგორც საინფორმაციიო სააგენტო GHN იტყობინება, მან დაადასტურა თავისი წასვლა და განაცხადა:"რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გამომიცხადა, რომ სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელის პოსტზე სხვა ადამიანის ხილვას ისურვებდა,მე კი მიდი მრჩევლის პოსტი შემომთავაზა".დათანხმდა თუ არა ბენდუქიძე წინადადებას, რომ რჩევები მისცეს მეხუთე პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს, სახელმწიფო კანცელარიის გადაყენებული ხელმძღვანელი დუმს.ისევე როგორც საერთოდ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ.

ოპოზიცია არ ფარავს სიხარულს, კახა ბენდუქიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ ეს, გილაურის მიერ პრემიერის რანგში მიღებულ პირველ სწორ გადაწყვეტილებად დაასახელა. „თუკი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად იმ საშიშროებამ იმოქმედა, რომელსაც აპარატის ხელმძღვანელი საქართველოს ეკონომიკისთვის წარმოადგენს, მაშინ მე მივესალმები ამას", - ციტირებას ახდენს სააგენტო „ტრენდი".

რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი ამტკიცებს, რომ ბენდუქიძემ უკვე შეასრულა თავისი „ბინძური საქმე" და ახლა მას, უბრალოდ, „დამსახურებულ დასვენებაზე" უშვებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბენდუქიძე ოპოზიციაზე ისე მოქმედებს, როგორც წითელი ნაჭერი ხარებზე. ბოლო წლებში რაში აღარ ადანაშაულებდნენ მას - ეკონომიკის ჩავარდნაში, ბიზნესზე „თავდასხმაში", რუსეთის ინტერესების ხელის შეწყობაში. ქართული წარმოშობის რუს ოლიგარქს, რომელიც თითქმის 5 წლის განმავლობაში იკავებდა საქართველოს ხელისუფლების მნიშვნელოვან პოსტებს, უარი არ უთქვამს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე. როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, კახა ბენდუქიძის ხელშეწყობით, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსული სახელმწიფო კომპანიების ხელში აღმოჩნდა. „ვი-თი-ბი", „თელასი", ჯგუფი „მეწარმე ინვესტორები" სავსებით კეთილგანწყობით მოეკიდნენ ბენდუქიძის ლოზუნგს :"საქართველოში იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა", და 2005-2006 წლებში ელექტროსადგურების, ქარხნებისა და ბანკების პრივატიზაცია მოახდინეს. ამიტომაც, მმართველი რეჟიმის მოწინააღმდეგეები დიდი ხანია მოითხოვდნენ მის გადადგომას.

ბენდუქიძე კი ქართული ეკონომიკის მამად ითვლება - ლიბერალური რეფორმების ფუძემდებელი, რომელმაც, საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, საშუალება მისცა ქვეყანას, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით რეგიონში ლიდერი გამხდარიყო .

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100