RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

წითელი ბარათი არბიტრ ბეკულიშვილს

11.02.2009  |  10:09

6/0/7/1607.jpegქართველი საფეხბურთო არბიტრის მოტაცება სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, მასმედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, ძალიან ბევრს მოხვდა გულზე. ამსთან ერთად ვერსიები სხვადსახვაგვარია: "ქართული კვალიდან" დაწყებული, რუსეთის სპეცსამსახურების თვითნებობით დამთავრებული.

7 თებერვლის დილას მალხაზ ბეკულიშვილი, 36 წლის საფეხბურთო მსაჯი, გატაცებული იქნა თბილისი-გორის გზიდან, სოფელ ორჭოსანის გადასახვევთან. მისი კოლეგები, რომლებიც ზუგდიდში კალენდარულ მატჩზე მიდიოდნენ, ბოროტმოქმედებმა გამოუშვეს. ბეკულიშვილი კი, წაიყვანეს სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. მოკლედ, რომ ვთქვათ არბიტრსა "წითელი ბარათი" აჩვენეს და არ მისცეს საფეხბურთო მოედანზე გამოხვლის საშუალება.

მათესავებს 50 ათასი დოლარის ოდენობის გამოსასყიდი მოსთხოვეს, გვაცნობებს ინტერფაქსი. მეორე დღეს, კვირას ქართველმა სამართალდამცავებმა მძევლის გასათავისუფლებლად წარმატებით ჩატარებული ოპერაციის, პატაკი ჩააბარეს.

ჯერ კიდევ აქამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 თებერვალს ორჯერ აღნიშნა, რომ გამტაცებლები "რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიდან" გამოჩნდნენ და სწორედ იქითვე წაიყვანეს ბეკულიშვილი. გათავისუფლების შმდეგ სამინისტრო კვლავ ოფიციალური განცხადებით გამოვიდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაციის წარმატება "ქართველი სამართალდამცავი ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით" დამსხურება გახლდათ.

თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი გასიევმა, საინფორმაციო სააგენტო «Res» უპატაკა:"საქართველოს მოქალაქე ... თავისუფალია, ხოლო გატაცებაში ეჭვმიტანილი ოთხი პიროვნება დაპატიმრებულია, სამხრეთ ოსი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად". მინისტრის თქმით:"გატაცება წმინდა კრიმინალური ხასიათის იყო".

დაზარალებულმა ჩვენება მისცა ცხინვალის მილიციის განყოფილებაში და "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებთან ერთად სახლში გაემგზავრა. თუ კი, სამხრეთ ოსეთის მთავარი მილიციელის სიტყვებს ვენდობით, ოთხი გამტაცებელი დაპატიმრებულია, თუმცა ინფორმაციას მათ შესახებ არც ისინი და არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს.

თავად მალხაზ ბეკულიშვილი საინფორმაციო სააგენტოთან «Res» ინტერვიუში დაწვრილებით აღწერს მომხდარ ინციდენტს, თუმცა გამტაცებლებზე მან მხოლოდ ის თქვა, რომ ისინი სამხედრო ფარმებით იყვნენ. სიტყვასიტყვით მოგვყავს ეს მონათხრობი.

"ჩვენ გაგვაჩერა მანქანამ. მასში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. ჩვენ ჩვენი მანქანიდან სხვა მანქანაში გადაგვსვეს. შემდეგ რომელიღაც სოფელში ჩაგვიყვანეს, სახლში ვყავდით, ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ იყო არასასიამოვნო საუბარი. მე ვუხსნიდი, რომ არავისთან არანაირი საქმე არ მაქვს, ვაჩვენე დოკუმენტები, მაგრამ მათ ამას იგნორირება გაუკეთეს და მიბრძანეს გავჩუმებულიყავი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100