RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აგრესიული რიტორიკის გარეშე

11.02.2009  |  11:28

6/1/0/1610.jpeg6-დან 8 თებერვლამდე მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდა. განხილვის მთავარი თემა რუსეთისა და ნატოს ურთიერთობები გახლდათ, ასევე სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში.

წელს მიუნხენში ჩავიდა 50 ქვეყნის 300-ზე მეტი პოლიტიკოსი. განსაკუთრებული ინტერესს იწვევადა აშშ-ს ახალი ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი, რადგანაც ზუსტად მას ევალებოდა, ალიანსამდე ბარაკ ობამას პოზიციის მიტანა. თავის მოხსენებაში ბაიდენი შეეცადა მოეხსნა ბოლო დროს ჩამოყალიბებული დაძაბულობა და მოუწოდა რუსეთს დიალოგისკენ.

„დრო მოვიდა, რომ დავაჭიროთ თითი ღილაკს „გადატვირთვა", - მის ციტირებას ახდენს BBC, - და კვლავ დავუბრუნდეთ სხვადასხვა სფეროებს, სადაც შეგვიძლია და საჭიროა კიდეც, რომ ვიმუშაოთ ერთად. ამერიკის შეერთებული შტატები არ იზიარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ნატოს გამარჯვება - რუსეთის დამარცხებაა, რუსეთის ძალა კი - ნატოს სისუსტეა".

ამერიკის ახალი ვიცე-პრეზიდენტის შეხედულებით, მოსკოვისა და ალიანსის დაპირისპირების მწვავე ფაზა, „ყოველი შემთხვევისთვის, გარეგნული გამოვლინებებით", დასრულდა. აშშ-ს და რუსეთს შეუძლიათ ითანამშრომლონ, კერძოდ, ავღანეთში სიტუაციის დასარეგულირებლად.

ამასთან ერთად, ბაიდენმა საკმაოდ გარკვევით თქვა, რომ აშშ რუსეთთან აპირებს წასვლას დათმობაზე, მაგრამ არა ყველაფერში:"ჩვენ ვერ შევთანხმდებით ყველა საკითხში,- მისი სიტყვების ციტირებას ახდენს საგენტო Regnum. - კერძოდ, აშშ არასოდეს არ სცნობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ რომელიმე სახელმწიფოს ჰქონდეს გავლენის სფეროები. ჩვენი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით უცვლელია". შეგახსენებთ, რომ „გავლენის სფეროებზე" თავისი შეშფოთება ობამას ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადებით ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციის დასაწყისში გამოხატა. როგორც Газета.ru იტყობინება, კრიტიკის ქვეშ მოხვდა „მოსკოვის გეგმა, საქართველოს ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ"(მხედველობაში იყო ბაზები გუდაუთაში, ოჩამჩირეში და ბომბორაში - აფხაზეთის ქალაქებში. - ა.გ.).

როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმებას ნამდვილად ვერ მიაღწევენ. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად. ეს ცნობილი გახდა კონფერენციაზე რუსული მხარის წამომადგენლის, პირველი ვიცე-პრემიერის, სერგეი ივანოვის სიტყვებიდან, რომელმაც მკაცრად განაცხადა: სამხრეთ კავკასიათან დაკავშირებით რუსეთი მკაცრ ხაზს გაატარებს.

„ამ ორი სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება, ასევე, იქ პატარა სამხედრო ბაზების შექმნა, იმისათვის, რომ შეაჩეროს საქართველოს მორიგი - სამხედრო ძალით პრობლემის მოგვარების მეხუთე ან მეექვსე მცდელობა - ეს გადაწყვეტილებები არ გადაიხედება".- ივანოვის სიტყვები მოჰყავს „როსბალტს".

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიუნხენში საერთოდ არ მისცეს სიტყვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100