RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მილიტარისტული საღერღელის აშლა საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს

11.02.2009  |  12:03

6/1/1/1611.jpegცხინვალში მე-4 სამხედრო ბაზის პირველი რიგის ობიექტები, ექსპლუატაციაშია გადაცემული, 4 თებერვალს განცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

სამხედრო ქალაქში გაიხსნა სასწავლო კორპუსი, სპორტული კომპლექსი, სასადილო, აბანო და ბოსტნეულის საწყობი. კონტრაქტორი-სამხედრო მოსამსახურეები განთავსებულნი არიან თბილ ყაზარმებში, რომლების სტანდარტებიც პასუხობენ ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებს. ოფიცრებისა და მათი ოჯახებისთვის აშენდა ოთხი საცხოვრებელი სახლი, განუცხადეს „ინტერფაქსს" თავდაცვის სამინისტროს დაბინავებისა და მოწყობის ხელმძღვანელის განყოფილებაში.

„სამხედრო მშენებლების მიერ ჩატარებული კეთილმოწყობის სამუშაოები, შესაძლებლობას აძლევს პირად შემადგენლობას, სრულად შეასრულონ ყოველდღიური სამსახურებრივი დავალებები", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ პრეს-რელიზში. ასევე გვატყობინებენ, რომ ახალი ობიექტების მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება.

ამ საკითხებისადმი თბილისის დაჟინებულ ყურადღებას, ადასტურებენ ფაქტები: იმავე დღეს ადგილობრივმა საიტმა abkhazeti.info არ დააყოვნა საზოგადოების ინფორმირება რუსეთიდან მაღალჩინოსანი სამხედრო ჩინოვნიკების მიერ ახალგორის მონახულების შესახებ და ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა, საუბარია იქ სამხედრო ბაზების მშენებლობაზე. შემდეგ დღეს, 5 თებერვალს,სააგენტო GHN განავრცო თემა. მან განაცხადა, რომ სოფელ ყანჩავეთის ტერიტორიაზე უკვე ააშენეს რამოდენიმე შენობა, შეტანილია დიდი ოდენობით სამშენებლო მასალა. ანალოგიური სიტუაციაა სოფელ იგოთშიც - იქაც ყაზარმას აშენებენ. ადგილობრივი გარნიზონის ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც მთელი ზამთარი კარვებში გაატარეს, როგორც ჩანს, დგება ნამდვილი სამოთხე - ცხელი წყლითა და გათბობით.

რამდენიმე დღით ადრე აფხაზეთის ეგრეთწოდებული დევნილობაში მყოფი ხელისუფლების გალის მიმართულების კოორდინატორმა, თორნიკე კილანავამ განაცხადა, რომ გალის რაიონის საზღვრისპირა ზონაში შენდება ოთხი სამხედრო ობიექტი. სოფლებში -ნაბაკევი, განახლება, ჭუბუტხინჯი და საბერიო.

სხვა სიტყვებით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამხედრო მოწყობა გეგმის მიხედვით მიდის და ეს იწვევს საპასუხო რეაქციას, დღეს უკვე სახელმწიფო საზღვრის მეორე მხრიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მოქმედების გეგმა. დოკუმენტში დასახელებულია ძირითადი პრიორიტეტები, აღნიშნულია გადაუდებელი ღონისძიებები, რომლებიც აუცულებელია, რომ გატარდეს არმიაში. სამხედრო უწყებას პირველ ადგილზე აქვს - აგვისტოს კონფლიქტის შემდგომი პერიოდის ანალიზი, დაზარალებულებისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე სოციალური ვალდებულებების შესრულება. ამას გარდა, დოკუმენტში საუბარია ომის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ.

ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმაციით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, აშშ და საქართველო ამზადებენ პასუხს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100