RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„გაზსადენის გამოცდა“ ეუთო კვლავ საჭიროა

12.02.2009  |  19:00

6/3/2/1632.jpegცხინვალისთვის გაზის მიწოდება შეიძლება მილებში წნევის დაცემის გამო შეწყდეს. ამის შესახებ 8 თებერვალს განაცხადა რესპუბლიკური გაერთიანება „ენერგეტიკას" მთავარმა ინჟინერმა ნუგზარ ტაბუევმა.

„დღეს გამანაწილებელ სისტემაში ბუნებრივი აირის წნევა მკვეთრად დაეცა, - ტაბუევის ციტირებას ახდენს „კავკაზსკი უზელი". - ბუნებრივი აირმზომის  სადგურის მრიცხველი აჩვენებს, რომ წნევა  ხუთნახევარი ატმოსფეროდან ერთ ატმოსფერომდე დაეცა". მთავარმა ინჟინერმა აღნიშნა, რომ დაუკავშირდა ქართული კომპანია „იტერა-საქართველოს" წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამხრეთ ოსეთისთვის, რუსული გაზის მიწოდებაზე: „თბილისში ამტკიცებენ, რომ ხაზზე დაზიანებაა".

თუმცა თავად ტაბუევმა „იტერას" წარმომადგენლების განცხადება არ დაიჯერა. „გაჟონვა არ შეიძლება გახდეს წნევის ასეთი მკვეთრი დაცემის მიზეზი  და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაზის საკეტი, უბრალოდ ჩაკეტილია", - განაცხადა მან.

განცხადება, რა თქმა უნდა, ხმამაღალია. ისმის კითხვა: მართლა ჩაკეტილია საკეტი? „ინტერფაქსთან" ინტერვიუში „იტერა-საქართველოს" გენერალური დირექტორის მოადგილემ, იაკლი ნიკოლაიშვილმა ასეთი რამ უარყო:

„ცხინვალის მიმართულებით ბუნებრივი აირის მიწოდება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მიმდინარეობს. სამხრეთ ოსეთის მოთხოვნების შესაბამისად, დღეს მიწოდების რაოდენობა  20 ათასი კუბამეტრია დღე-ღამეში". მისი სიტყვებით, მილსადენის სათავეში წნევა შეადგენს 5-6 ატმოსფეროს  და თუ მას დავუჯერებთ, გამოდის,  დეზინფორმაციის გავრცელება  „ენერგეტიკის" მთავარ ინჟინრს ბრალდება.

ჯერჯერობით რთულია იმის გარკვევა, თუ ვინ ამბობს მართალს და ვინ - არა, განზრახ თუ არასაკმარისად გავითცნობიერებულობის გამო. ამასთან ერთად კი, იმისათვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ურთიერთგამომრიცხავი ეჭვები და ვარაუდები, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ, ტაბუევის სიტყვებით, გადაწყვიტა უახლოეს ხანში მთელს მაგისტრალიზე გასინჯოს გაზსადენი- ცხინვალიდან თბილისამდე.

მაგრამ როგორ განხორციელდება ეს? ვინ დაკავდება შემოწმებით?

ქართველები ოს სპეციალისტებს თავის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ  და არც ოსებს მოუნდებათ, რომ ნახევარწლიანი გაზის ბლოკადის შემდეგ მათ ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენზე „მკითხაობდნენ" „იტრრას" წარმომადგენლები. როგორც ჩანს, გამოსავალი ერთია: გამოსაძიებლად კვლავ მოვიწვიოთ ეუთოს ექსპერტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, ცოტა ხნის წინ გაზის მიწოდების აღდგენაში.

შეგახსენებთ, რომ მხოლდ გასულ თვეს სპეციალური წარმომადგენელი ხარლამპოს ხრისტოპულოსი ეუთოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ცხინვალში და თავად დარწმუნდა იმაში, რომ სამხრეთ ოსური მილი, რომლის დაზიანებასაც ასე დამაჯერებლად ამტკიცებდა თბილისი, აბსოლუტურად გამართულია.  ორი კვირის შემდეგ საწვავი, კვლავ გაუშვეს სამხრეთ ოსეთში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100