RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პან გი მუნის კავკასიური დიპლომატია

13.02.2009  |  09:43

6/3/3/1633.jpegგაეროს უსაფრთხოების საბჭომ განიზილა სამხრეთ კავკასიაში მისიის მანდატის გაგრძელების შესაძლებლობა. კონსულტაციის დახურვა ჩატარდა 10 თებერვალს ნიუ იორკში,ორგანიზაციის შტაბ-ბინაში.

უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა განიხილეს გაეროს მისიის მანდატი და მიზნები, აგრეთვე მისი სახელწოდებაც, გადმოსცემს საინფორმაციო სააგენტო სიახლეებს. განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქართულ-აფხაზური დარეგულირების საკითხში გენერალური მდივნის მეგობარმა ქვეყნებმა - რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, რომელიც უსაფრთხოების საბჭოში არ შედის.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა უსაფრთხოების საბჭოს ურჩია შეენარჩუნებინა მისიის დამკვირვებლები. ამის შესახებ, როგორც „კავკასიური კვანძი" იტყობინება, საუბარია მის მოხსენებაში, რომელიც გასულ კვირას გამოიცა:

„უსაფრთხოების მხრივ არსებული არასტაბილურობის გათვალისწინებით და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის მე საბჭოს ვთავაზობ გაამართლოს გაეროს მისიის არსებული სტრუქტირებისა და შემადგენლობის შენარჩუნება."

პან გი მუნმა დიპლომატიურად აუარა გვერდი იმ დაბრკოლებებს, რომელთა გამოც ამ მომენტში გაეროს მისია შეჩერებულია (მანდატი იწურება 15 თებერვალს). მოსკოვი და სოხუმი, მას შემდეგ რაც რუსეთმა და ნიკარაგუამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, დაჟინებით მოითხოვენ, რომ სახელწოდება „გაეროს მისია საქართველოში" შეიცვალოს.

მწვავე საკითხებზე გვერდის ავლოთ, გენერალური მდივანი შემოიფარგლება რეგიონში არასტაბილურობის კონსტატაციით და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის აუცილებელ ზომებს ასახელებს. თუმცა ეს აშკარად არ არის საკმარისი. „სამხედრო საფრენი აპარატების გამოჩენის" აკრძალვა, ნამდვილად გონივრული შეთავაზებაა. თუმცა ის ვერ წყვეტს მთავარ პრობლემას: როგორ უნდა შემუშავდეს ახალი, ყველა მონაწილისთვის მისაღები მანდატი?

დიპლომატიური წყაროების მონაცემებით, ერთ-ერთი შესაძლებელი ვარიანტი გაეროს მისიისა სამხრეთ კავკასიაში არის ორგანზაციის 2 სრულიად დამოუკიდებელი წარმომადგენლობის შექმნა საქართველოსა და აფხაზეთში. თუმცა ამას ეწინააღმდეგება შეერთებული შტატები, რომელიც ითხოვს მანდატის ტექნიკურ გაგრძლებას". ზუსტად ასე მოიქცნენ გასული წლის ოქტომბერში.

მოვლენების ასეთ განვითარებაში დარწმუნებულია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურიაკობაშვილი. მან ამის შესახებ განაცხადა:

„გაეროს მისიის გაგრძელებას საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა არის არის სკაითხები, რომლებსაც ქართული მხარე არ დათანხმდება. ეს არის განცალკევებული მისიების შექმნა. მაგალითად, მისია აფხაზეთში და ა.შ."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100