მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
რუსეთი ხელახლა ქმნის ჰაერსაწინააღმდეგო ფარს თავისთვის და პარტნიორებისთვის
13.02.2009 | 12:21რუსეთი განაგრძობს თავისი პოზიციების გამყარებას სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში. ამერიკული სამხედრო ბაზის ყირგიზეთის აეროპორტ მანასიდან გამოძევების და ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების შექმნის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამოაცხადეს, რომ აპირებენ აღადგინონ დსთ-ს ქვეყნების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სისტემა, რომელიც დღეს, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.
ასევე ჩატარდება სამხედრო-საჰაერო ძალების მოდერნიზაცია და ოპტიმიზაცია,- განუცხადა ჟურნალისტებს გუშინ, 10 თებერვალს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ზელინმა. მან პირდაპირ დაუკავშირა ეს ქმედბები, მსოფლიოში მოსალოდნელი ახალი სამშვიდობო ოპერაციების აუცილებლობას, მშვიდობის იძულების მიზნით.
ავიაცია შეასრულებს დომინანტის როლს საზღვრისპირა შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომელებიც სავარაუდოდ მომავალშიც შეიძლება წარმოიშვას, განაცხადა ალექსანდრ ზელინმა. რუსეთი, როგორც მთვარსარდლის სიტყვებიდან ჩანს, საფიქრალია, რომ უშუალოდ მიიღებს მასში მონაწილეობას და მზადაა უკარნახოს მოწინააღმდეგეს საკუთარი პირობები. „ახლო მომავლის პერსპექტივაში, არ არის გამორიცხული რუსეთის ჩაბმა საზღვრისპირა შეიარაღებულ კონფლიქტებში. ასეთ შემთხვევებში საჭირო იქნება სხვადასხვა სახის საჯარისო დაჯგუფებების კოორდინირებული გამოყენება, სადაც დომინანტი ავიაცია იქნება, იმისათვის, რომ შეასრულოს დავალებები ჰაერში გაბატონებისათვის, მოახდინოს ჯარების საავიაციო მხარდაჭერა, ასევე საომარი მოქმედებების რაიონების იზოლაცია და აიძულონ მოწინააღმდეგე, რუსეთისთვის მისაღები პირობებით დაზავდნენ", - გენერალ-პოლკოვნიკის ციტირებას ახდენს РИА «Новости".
ზელინმა განსაზღვრა მიზნებიც, რომელიც დაკავშირებულია დსთ-ს სამხედრო-საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული სისტემის აღდგენასთან. ის შეიქმნა 1995 წელს, მაგრამ სინამდვილეში, ყველა ქვეყანა არ მონაწილებობს ერთობლივ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში.როგორც РИА «Новости» რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალზე დაყრდნობით აღნიშნავს, თურქმენეთი განუდგა ამ საქმიანობას, საქართველოს კი, თანამეგობრობიდან გასვლამდეც „არცერთხელ არ მიუღია მონაწილეობა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სისტემის მუშაობაში". ამასთანავე, მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან, ბელორუსთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან შემარჩუნებული იყო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ავტომატიზირებულ რეჟიმში.
ერთი კვირის წინ, ბელორუსთან ხელი მოეწერა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთიანი რეგიონალური სისტემის ცალკეულ შეთანხმებას. ახლა მსგავსი ხელშეკრულებები უნდა დაიდოს თანამეგობრობის სხვა წევრებთანაც.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info