RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიციას კვლავ დაჟინებით მოითხოვს საპარლამენტო რესპუბლიკას

13.02.2009  |  13:17

6/4/2/1642.jpegყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა, რადგან მისი აზრით, ქვეყანაში "ბელადობის ეპოქა" უნდა დასრულდეს.

ამის შესახებ მან 10 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. "სააკაშვილის წასვლით უნდა დამთავრდეს ბელადობის ეპოქა და ამის სანაცვლოდ უნდა გვყავდეს მრავალი ლიდერი. ამასთანავე, უნდა დამთავრდეს ეპოქა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად, ერთი ადამიანის და მისი გარემოცვის მიერ. უნდა დადგეს კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების დრო".- ნოღაიდელის ციტირებას ახდენს პორტალი Civil Georgia. მისი სიტყვებით, სახელმწიფოს უნდა მართავდეს პარლამენტის მიერ არჩეული კოალიციური მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტს კი მხოლოდ "არბიტრის" ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

როგორც გაზეთი ВЗГЛЯД გვატყობინებს, ამ დღეებში ეს იდეა უკვე გამოთქვა საგარეო საქნეთა ექს-მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიის, „საქართველოს გზის" ლიდერია. ის თვლის, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა შესაძლებელი გახდება პრეზიდენტისა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ.

ამასთანავე, ქართული ოპოზიცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ახალი მასობრივი საპროტესტო აქციებით ემუქრება. მათ კვლავ ძველი მიზანი აქვთ: ქვეყნის ხელისუფლების შეცვლა. მაგრამ გაჩნდა პოლიტიკური კურსის შეცვლის მოთხოვნებიც. ზურაბ ნოღაიდელის მოსაზრებით, საქართველომ უარი არ უნდა თქვას ნატოში ინტეგრაციაზე, ამასთან ერთად, წინასწარი პირობებისა და ულტიმატუმების გარეშე, მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს რუსეთთან.

ზემოხსენებული პარტიის, „საქართველოს გზის" ლიდერმა ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში განაცხადა: "ხელისუფლებაში მოსვლის შეთხვევაში ოპოზიციონერებმა უნდა გამონახონ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ისეთი ფორმები, რომ იგი არ მოიქცეს საქართველოსთან ისე, როგორც მას არ ეკადრება".

ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაეროში საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამაც გააკეთა განცხადება, ის პრეზიდენტის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად ითვლება. ქართული მასმედიის ინფორმაციით, ზუსტად რამდენიმე დღეში ალასანია „მემარჯვენეები"-„რესპუბლიკელების" ალიანსში შესვლის შესახებ განაცხადებს (პარტიული მძიმეწონიანები, რომლებმაც შეძლეს გაერთიანება). ასე რომ, მრავლად დაქასაქსულ ოპოზიციურ პარტიებს ისღა დარჩენიათ, რომ გაერკვნენ ლიდერის ამორჩევაში და სახელმწიფო მოწყობაში. საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეა სახელისუფლებო პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა საპარლამენტო რესპუბლიკის იდეას ლობირებს.

ახლაც, როგორც დროის მანქანის შესახებ ფანტასტიკურ ფილმში, საქართველოში ისევ 2007 წლის ნოემბრის მოვლენებამდე არსებული სიტუაცია დგება. ოპოზიცია კვლავ მოითხოვს ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს და ისევ გამოდის ქუჩაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100