RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კონსტიტუციური მონარქია, როგორც პანაცეა საქართველოსთვის

16.02.2009  |  10:14

6/4/9/1649.jpegსაქართველოში მრავალი ოპოზიციონერი, იმედოვნებს, რომ 15-20 წელიწადში შეძლებს, ბოლოს და ბოლოს დაუბრუნდეს ტრადიციულ და საუკუნეებით აპრობირებულ მმართველობის ფორმას - კონსტიტუციურ მონარქიას. ასეთი იმედების საფუძველი გახდა ბაგრატიონების დინასტიის ორი შტოს ქორწინება, რომელიც გასულ კვირას, 8 თებერვალს, თბილისში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შედგა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის და ანნა ბაგრატიონ-გრუზინსკის სამეფო დინასტიის შთამომავლებს გერმანიაში სამკურნალოდ მყოფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცა, რომელმაც ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო მათთვის ჯვრის დაწერა.

მოლოცვები ბაგრატიონის შთამომავლებს საქართველოს კონსტიტუციურმა პარტიამაც გაუგზავნა, რომელმაც უსურვა მათ "მრავალშვილიანობა, მშვიდობა და ღვთის წყალობა საქართველოს სასიკეთოდ".

კონსერვატორებმა გამოთქვეს იმედი, რომ ბაგრატიონის დინასტიის ორი გვარის ქორწინება გახდება პირველი ნაბიჯი ილია მეორის ინიციატივის - საქართველოში ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, შესრულების გზაზე, ანუ კონსტიტუციური მონარქია დაბრუნდება.

ანალოგიური იმედები აქვს ოპოზიციურ მოძრაობას "სახალხო ფორუმს", რომლის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე თვლის, რომ ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიის ფორმაზე გადასვლას უკვე 15-20 წელიწადში შეძლებს.

"უცბად ეს არ მოხდება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვითხოვთ. დასაწყისში და ვფიქრობ ეს მალე იქნება, საქართველო უნდა გადავიდეს მმართველობის საპრეზიდენტო ფორმიდან, საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმაზე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოლექტიურად მართვა და გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღება. ამასობაში, ვიმედოვნებთ, ბაგრატიონების შთამომავლებს ეყოლებათ ვაჟი, რომელიც 15-20 წლის შემდეგ გახდება სრულწლოვანი და შეძლებს დაიკავოს სამეფო ტახტი", - განაცხადა სანიკიძემ, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გადაცემა "სპექტრში" გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოში მმართველობის საპრეზიდენტო ფორმამ არ გაამართლა და ეს სამივე პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომლებიც მართავდნენ საქართველოს პოსტსაბჭოთა პერიოდში.

"ის, ვისაც ხალხი პრეზიდენტად ირჩევს, რატომღაც ფიქრობს, რომ მას უფლება აქვს თავისი თავი დააყენოს ყველაზე მაღლა და შეუძლია დაივიწყოს თავისი პირდაპირი მოვალეობები", - განმარტა სანიკიძემ.

საქართველოში სამეფო წყობილების დაბრუნება, გუბაზ სანიკიძის აზრით, არამც თუ არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, არამედ შეამცირებს მათ, რადგანაც "სამეფო ოჯახის შენახვა საქართველოს სახელმწიფოს უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის და გარემოცვის შენახვა". მაგალითისათვის მან მოიყვანა ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი, სადაც დღემდე შემორჩენილია სახელმწიფო წყობილების ეს ფორმა და სადაც ხალხი უკეთესად ცხოვრობს ვიდრე საქართველოში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100