RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მსჯავრდებული თვითგვემამდე მიიყვანეს

16.02.2009  |  10:16

6/5/1/1651.jpegთბილისის ქალთა კოლონიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. მსჯავრდებულმა ციცო საბაშვილმა ხელ-ფეხი ლურსმნით მიიჭედა, ის თავისი საქმის გადახედვას ითხოვდა.გუშინ, 12 თებერვალს, მის პროტესტს შიმშილით დაუჭირეს მხარი კოლონიის სხვა მაცხოვრებლებმაც.

Georgiatimes-ის კორესპონდენტს ეს ფაქტი დაუდასტურა არაპოლიტიკური ორგანზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ. ოფიციალურად აღიარა ეს ფაქტი ასევე სასჯელთაღსრულების სამინისტროს პრეს-სამსახურის ლიდერმაც სალომე მახარაძემ.

საბაშვილი მოინახა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ. GeorgiaTimes-ის კორესპონდენტთან საუბრისას მან დააზუსტა, რომ ციცო გასამართლებულია მკვლელობისთვის და მისჯილი აქვს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისმა ადვოკატმა ჯერ კიდევ შარშან მიმართა პროკურატურას საკასაციო თხოვნით საქმის გადახედვასთან დაკავშირებით, ახლად გამოჩენილი გარემოებების გამო. პასუხი ქალს ჯერ კიდევ არ მიუღია. საბოლოოს რომ მიეპყრო ყურადღება თავისი საქმისკენ მან ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგა - ფიზიკური ზიანი მიაყენა საკუთარ თავს. როგორც ხსენებულ ინტერვიუში ჩხეიძემ განაცხადა, ქართველი ომბუცმენის აპარატი ამ ინციდენტთან დაკავშირებით მიმართვას გააგზავნის პროკურატურაში.

ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, ამ კოლონიის თითქმის ყველა მსჯავრდებულმა შიმშილობა გამოაცხადა საბაშვილის მხარდასაჭერად. მათ მოთხოვნებს შორის ასევე არის გამოსასწორებელ დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესება.

აქციებს ამ საკითხთან დაკავშირებით ქალმა მსჯავრდებულებმა არაერთხელ მიმართეს. 2008 წლის ივნისში, მასმედიის ინფორმაციით, შიმშილობა 2 კვირას გაგრძელდა. რამოდენიმე ქალი დაჟინებით მოითხოვდა სისხლის სამართლის საქმეების გადახედვას და , როგორც ახლა, მოითხოვდნენ პირობების გაუმჯობესებას. აქცია, როგორც მაშინ ნანა კაკაბაძემ განაცხადა, შეწყდა ადგილობრივი ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად.

2007 წლის აგვისტოში თბილისის კოლონიაში 3 გასამართლებული შიმშილობდა. ისინი იყვნენ აღშფოთებულნი იმით, რომ სასჯელთაღსრულების დეპარტამენტს მიეცა უფლება წესრიგის უმცირესი დარღვევის გამოც კი პატიმრობის ვადა გაეზარდა.

„საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში დღჶსდღეობით განსაკუთრებული სიტუაციაა",- აცხადებდნენ წლინახევრის წინ ქართველი ექსპერტები. ახლახან, 9 თებერვალს, იმავე პრობლემებს ყურადღება მიაქცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სპეციალური ბრიფინგის ჩატარებით. მიზეზი გახდა, როგორც GeorgiaTimes-ს ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა აცნობა, სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის მე-7 ციხის 34 მსჯავრდებულის წერილი. მათი თქმით, დაწესებულების ადმინისტრაცია უშვებდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას და უარს აცხადებდა აუცილებელ სამედიცინო მომსახურეობაზე. სამართალდამცავებმა ადგილზევე შეისწავლეს სიტუაცია.

ინფორმაცია დადასტურდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100