RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დამკვირვებლები თუ პროვოკატორები?

16.02.2009  |  10:18

6/5/2/1652.jpegთბილისს 10 თებერვალს ეწვია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იორან ლენმარკერი. საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას მან განიხილა რესპუბლიკაში დამკვირვებელთა მისიის შეწყვეტის საკითხი.

ლენმარკერმა მოინახულა სოფელი კარალეთი გორის რაიონში, სადაც განთავსებულია ეუთოს სადამკვირვებლო მისია. მან თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის შემცვლელს ალექსანდრე ნალბანდოვს: „მე რაიონში არსებულ სიტუაციას ვაფასებ, როგორც მძიმესა და დაძაბულს".

ეუთოს წარმომადგენელმა რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა იმედი, რომ ეუთოს საქართველოში მისიის მანდატის გაგრძელება მოხეხრდება. ლენმარკერის აზრით, ამის გაკეთება აუცილებელია, რათა მსოფლიო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია.

მართლაც, რა ხდება სინამდვილეში საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე? თავისი იქ ყოფნის დროს ეუთოს მისიის წეამომადგენლებმა ხომ საოცარი ინერტულობა გამოავლნეს იმ ფაქტების შესწავლისას, რომლებიც დაკავშირებულია საზღვარზე არსებულ სროლებთან. თავისი მოვალეობების შესრულებისასაც: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების კონტროლი და მონიტორინგი, გადაადგილებული პირებისა და დევნილების დაბრუნებისთვის ხელის შეწყობა, კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების წახალისება.

რა გამოდის, თუკი ლენმარკერს დავუჯერებთ, დამკვირვებელთა ფუნქცია კვლავაც „ობიექტური ინფორმაციის" მიწოდება იქნება?

როგორც ჩანს, ლენმარკერი თვითონაც მიხვდა, რომ არ იყო მართალი. იმავე დღეს, პარლამენტის წამომადგენელთან დავით ბაქარძესთან შეხვედრაზე, მან თავისი ნათქვამი შეავსო: „საერთაშორისო დამკვირვებლების იქ ყოფნა იქნება დევნილების უსაფრთხოების გარანტია. მათ სრული აქვთ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში". მართლაც, ეს უკვე უკეთესად ჟღერს - როგორც ეუთოს მისიის სასარგებლო არგუმენტი.

თავისი „არგუმენტები" ოფიციალურმა თბილისმაც მოამზადა. მან ცხინვალი ამ მისიის წარმომადგენლების მოტაცებაში დაადანაშაულა.

ორშაბათს, 9 თებერვალს, საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა „კომერსანტს" შეატყობინა: „დაახლოებით 10:30ზე ოსური ფორმირების წევრებმა მოიტაცეს ეუთოს ორი დამკვირვებელი, როდესაც ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ და იმყოფებოდნენ გორის რაიონის ქართულ სოფელ აძვისთან".

ქართულმა მასმედიამ სცადა საზოგადოების ინტერესის აქცენტი გაეკეთებინა იმაზე, რომ ეს საერთაშორისო ექსპერტების გატაცების პირველი მცდელობაა.

ხოლო გაამწყვეტი დასკვნა თავისი ჩვეული მანერით გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ: „ ინციდენტი ასაბუთებს იმას, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ არსებობს კანონიერება".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100