RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჰამარბერგი სოხუმშია: ვინაა მართალი უფლებებთან დაკავშირებით?

16.02.2009  |  14:37

6/5/8/1658.jpegევროპის საბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ტომას ჰამარბერგი ამ დღეებში სამუშაო ვიზიტით სოხუმში იმყოფებოდა. მან აფხაზეთის ხელისუფლებასთან, რესპუბლიკის ჰუმანიტარული სიტუაცია განიხილა.

რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან შეხვედრის დასაწყიში ევროკომისარმა თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ ისაუბრა:

„მინდა, რომ თქვენგან მოვისმინო ინფორმაცია, რეგიონში შექმნილი სიტუაციის შესახებ. - მის ციტირებას ახდენს „კავკასიური კვანძი", - ჩვენს ამოცანებში შედის ადამიანთა უფლებების დაცვა. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დასახმარებლად და აგვისტოს კრიზისის შედეგების დასაძლევად ჩვენ დიდი სამუშაოები ჩავატარეთ და გვინდა, რომ ადგილზე შევისწავლოთ, თუ როგორ აისახა აგვისტოს მოვლენები აფხაზეთში ადამიანთა უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე".

„ადამიანთა უფლებების დაცვის მდგომარეობის" შესახებ ჰამარბერგს, რა თქმა უნდა, მოუყვნენ. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სამხედრო ოპერაციის ჩატარებისას არ დაზარალებულიყვნენ კოდორის ხეობის ადგილობრივი მაცხოვრებლები, - განმარტა სერგეი შამბამ. - მათ შესთავაზეს ჰუმანიტარული კორიდორი, რომელიც შეეძლოთ, გამოეყენებინათ". მინისტრის სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ზრდის კოდორის ხეობიდან გამოქცეული დევნილების რიცხვს და უმატებს მათ სამხედროების რაოდენობას. შამბამ ჰამარბერგის ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც გასული წლის აგვისტოს მოვლენებამდე საკმაოდ ადრე, მოუწოდებდნენ საერთაშორისო შუამავლებს, რომ გარკვეულიყვნენ საქართველოს უპრეცედენტო მილიტარიზაციაში. მაგრამ პასუხად მხოლოდ დამამშვიდებელ ფარზებს იღებდნენ იმის შესახებ, რომ თავდასხმა გამორიცხული იყო.

ევროსაბჭოს კომისარი ნამდვილად არ ელოდა ასეთ სიმძაფრეს. იგი იძულებული გახდა, მოეშველიებინა არგუმენტი, რომ სტრუქტურა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ევროპის საჭოსგან დამოუკიდებელია. „ჩვენი მთავარი ამოცანა, - მოჰყავს მისი სიტყვები „გაზეტას", - ადამიანთა უფლებათა დაცვის ხელშეწყობაა".

როგორ ჩანს, მან გადაწყვიტა, ამ "დაცვასთან" თავისი მომხრეობის დემონსტრირება მოეხდინა, რისთვისაც არეულ გალის რაიონში ოფისის გახსნა შესთავაზა, რაც მან სერგეი ბაღაფშსაც აცნობა. თუმცა პრეზიდენტმა ჰამარბერგის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ ადამიანთა უფლებების დაცვაზე უფლებამოსილი პირი (გიორგი ოტირბა) „აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან ადამიანთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხში".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100