RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სტრატეგიულ პარტნიორობას კავკასია ხელს ვერ შეუშლის

16.02.2009  |  14:40

6/5/9/1659.jpeg11 თებერვალს მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ საერთო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა, ჩეხეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - კარელ შვარცენბერგი და კარლ ბალდტი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მათ განიხილეს რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა და სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში.

„ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობებს, როგორც სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობებს, - „ინტერფაქსის" განცხადებით, ასეთი სიტყვებით გახსნა შეხვედრა რუსეთის საგარეო პოლიტიკური ორგანოს ხელმძღვანელმა, - როგორც ურთიერთობას პარტნიორებს შორის, რომლებსაც აკავშირებთ ჩვენი ისტორია, და, დარწმუნებული ვარ, მომავალიც".

სერგეი ლავროვისა და ევროკავშირის „სამეულის" დიალოგი ტრადიციულად, წელიწადში ორჯერ იმართება, აცხადებს RIA Novosti. მასზე ევროპულ მხარეს წარმოადგენენ ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნები და ასევე ევროკომისიის წარმომადგენელი.

მორიგ შეხვედრას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რადგან მხოლოდ ახლა, აგვისტოს მოვლენებიდან ნახევარი წლის შემდეგ, რუსეთის დიალოგი ევროკავშირთან და ნატოსთან, როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, „სარემონტოდ მზადაა". მაშინ, შეგახსენებთ, ურთიერთობების გრადუსმა მკვეთრად დაიწია მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შესთავაზა, მოეწვიათ რუსეთი-ნატოს საბჭოს საგანგებო სხდომა სამხრეთ ოსეთის სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ინიციატივა ვაშინგტონმა დაბლოკა.

ახლა ევროკავშირმა და ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა ასეთი"რემონტის" მიმართ ინტერესი გამოხატეს. კიდევ ერთი დამადასტურებელი - გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ერთობლივი განცხადება. კერძოდ, მასში ისინი მოუწოდებდნენ რუსეთი- ნატოს საბჭოში თანამშრომლობის აქტივიზაციისკენ და ევროკავშირისა და რუსეთს შორის ურთიერთობებისკენ - ყველგან, სადაც კი შესაძლებელია. „ჩვენ გვსურს პარტნიორული სულისკვეთებით რუსეთთან დიალოგი უსფრთხოების პოლიტიკაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, მოსკოვიც მზადაა შემხვედრი ნაბიჯებისათვის. კერძოდ, სთავაზობს ევროუსაფრთხოების ახალ ხელშეკრულებას. როგორც RIA Novosti იტყობინება, სმოლენსკის მოედანზე შეხვედრის მონაწილეებმა წინ წაწევა შეძლეს დოკუმენტის განხილვისას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100