RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თემურ იაკობაშვილის შეცდომა

17.02.2009  |  09:51

13 თებერვალს, უშიშროების საბჭომ 1866-ე რეზოლუციის ერთხმად მიღებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გაეროს მისიას მანდატი 4 თვით გაუგრძელა. დასასრულს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ შესაბამისი წერილით საქმის კურსში ჩააყენა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იუკი ტასაკო, რომ სოხუმი ეთანხმება მომზადებულ პროექტს.

„რესპუბლიკის ხელმძღვანელობა დაწვრილებით გაეცნო 2009 წლის 10 თებერვალს უშიშროების საბჭოს პროექტს, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებას შეეხება, - წერილის ტექსტს აქვეყნებს „კავკაზსკი უზელი". - მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფორმულირება ჩვენს შეშფოთებას იწვევს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვემხრობით უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ძალის გამოუყენებლობას, ადამიანების უფლებებისა და შეთანხმებების დაცვას".

6/6/7/1667.jpegრეზოლუციის პროექტში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ახალი მანდატის მოქმედების პერიოდში - 2009 წლის 15 ივნისამდე -გენერალური მდივნის რეკომენდაციების თანახმად, ასევე ჟენევაში დისკუსიების რეზულტატისა და ადგილზე სიტუაციის განვითარების მიხედვით, შემუშავებული იქნება რეგიონში გაეროს სამომავლო ყოფნის ელემენტები.

შესაძლებელია, ეს გახდა გადამწყვეტი აფხაზური მხარის პოზიციის განსაზღვრისათვის. „ახალი მანდატის პერსპექტივების მიხედვით, რომელშიც გათვალისწინებულია ჩვენი სურვილები და შენიშვნები, რაც დაფუძნებულია ახალ პოლიტიკურ რეალიებზე, უშიშროების საბჭოს შეთანხმებული რეზოლუციის პროექტის შესაბამისად, აფხაზეთი თანახმაა გაეროს მისიის გაგრძელებაზე."- განაცხადა წერილში სერგეი შამბამ.

თუკი აფხაზეთში და საქართველოში ორი დამოუკიდებელი წარმომადგენლობის შექმნის საკითხი, რომელსაც მოსკოვი და სოხუმი ითხოვს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ეს სულ სხვა რამეზე მეტყველებს. გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ტექსტში საქართველოში დასახელებულია მხოლოდ „გაეროს მისია", გეოგრაფიული განსაზღვრების გარეშე.

გარდა ამისა, როგორც გაზეთი „ვზგლიადი" იტყობინება, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიატლი ჩურკინმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიღებულ რეზოლუციაში არსადაა ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. „ტექსტში მინიშნებულიც კი, არ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რაც თავისთავად, სიმპტომატურია", - ხაზგასმით განაცხადა ჩურკინმა.

ყველაფრის გათვალისწინებით, უშიშროების საბჭოს მოწონებული რეზოლუციის შემუშავებაში სოლომონისეული გადაწყვეტილება იქნა მიღებული: შეიცვალოს მისიის დასახელება, მაგრამ შენარჩუნდეს მისი სტრუქტურა. პლიუს ამას - მომზადდეს ზაფხულისთვის სავსებით განახლებული მანდატი. რა თქმა უნდა, ასეთი ზომები შეიძლება არასაკმარისად მოგვეჩვენოს. თუმცა განსხვავება მხარეთა პოზიციებში და დროის დეფიციტი - მანდატი იწურებოდა 15 თებერვალს - ითხოვდა გადამწყვეტ ნაბიჯებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100