RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დორა ბაკოიანნი სიტყვას ასრულებს

17.02.2009  |  15:31

6/7/6/1676.jpegეუთოს სამხედრო დამკვირვებლები საქართველოში 30 ივნისამდე დარჩებიან. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო 12 თებერვალს ორგანიზაციის მუდმივმოქმედმა საბჭომ.

„დამკვირვებლების მანდატის გაგრძელების გადაწყვეტილება უჩვენებს, რომ ყველა სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ეუთოს, რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის საერთაშორისო ძალისხმევაში". - ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარის, დორა ბაკოიანნის ციტირებას ახდენს RIA Novosti.

„ინტერფაქსის" ინფორმაციით, დამკვირვებლების ერთ-ერთი ძირითადი დავალება უნდა გახდეს ეუთოს მონაწილე-სახელმწიფოებისთვის თვალყურის დევნება და ინფორმირება, საქართველოს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მიერ ჯარისა და სამხედრო ტექნიკის მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების მონიტორინგის ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია მედვედევ-სარკოზის გეგმაში.

მოკლედ, ზემოთნახსენები „ვალდებულებების" მონიტორინგი დღეს აქტუალურია ისე, როგორც არასდროს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ შეეცადა გაემახვილებინა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადრება საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ტერიტორიებზე ქართული სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდაზე და მთლიანობაშიც, ნახევარი წლის განმავლობაში რეგიონში სიტუაცია კი არ გაუმჯობესებულა, არამედ გაუარესების ტენდენცია შეინიშნება.

ამიტომ, როდესაც ეუთოს მანდატის გაგრძელებაზე თანხმობას აძლევდა, მოსკოვი რეგიონში უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით ხელმძღვანელობდა, განმარტა ოფიციალურ განცხადებაში რუსეთის საგარო პოლიტიკურმა ორგანომ.

„ეს ემსახურება 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიერ გადატანილი ქართული აგრაესიისგან უსაფრთხოების გამყარებას. საქართველოს რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიებთან შექმნილი რთული სიტუაციის გათვალისწინებით, რუსული მხარე თვლის, რომ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და დროულია" - მოჰყავს განცხადების ტექსტი „ინტერფაქსს".

ეუთოს დამკვირვებლების ვადის გაგრძელებით კმაყოფილები დარჩნენ თბილისშიც. როგორც Gazeta.ru იტყობინება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ორგანიზაციის გადაწყვეტილებას მიესალმნენ და აღნიშნეს: „ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეუფერხებლად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები".

აკეთებს თუ არა აქ ქართული მხარე მინიშნებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე? სავსებით ნათელია. თუმცა, გაზეთ „ვზგლიადის" ინფორმაციით, ეუთოს მანდატის ასეთი სახით გაგრძელება არ ეხება „სხვა საველე გადაწყვეტილებებს". ეს ნიშნავს, რომ დამკვირვებლები იქნებიან საქართველოს აგვისტოსშემდგომ ტერიტორიებზე და მომავალშიც, ეუთოსთან ოფიციალური საქართველოს პოლემიკაც, თავის ტერიტორიულ პრეტენზიებზე, აზრს კარგავს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100