RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსი ლობისტები ევროკავშირში გამოჩნდნენ?

18.02.2009  |  10:08

6/9/5/1695.jpegსაქართველოს დელეგაცია აპირებს წამოწიოს საკითხი: ბრიუსელში შეიქმნას ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის ცალკე კომიტეტი. მსგავსი წინადადება შეიძლება შეფასდეს, როგორც რეაქცია, ევროკავშირის ქართულ-ოსური კონფლიქტის საგამოძიებო საერთაშორისო კომისიის მუშაობაზე, რომლის მიმართ უკმაყოფილებასაც თბილისი არ მალავს.

როგორც ქართული მედია საშუალებები იტყობინებიან, ბრიუსელში გამგზავრებამდე ამ ინიციატივით გამოვიდა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი.

ევროპის კავშირში უკვე არსებობს სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტი. მისი მოღვაწეობა მოიცავს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. თუმცა, ქართული დელეგაციის მეთაური თვლის, რომ საქართველოსთან დაკავშირებული კომიტეტი განცალკევებულ ფორმატში უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები სხვა საფეხურზე გადავიდა.

ამ ინიციატივთ და თავისი სხვა მოქმედებებით ოფიციალურ თბილისს კიდევ ერთხელ უნდა, რომ ხაზი გაუსვას: საქართველო ევროკავშირთან ქმნის განსაკუთრებულ, პარტნიორულ დამოკიდებულებას. (ჯერ მარტო რად ღირს სტრასბურგში, მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელი ხმამაღალი გამოსვლა: „ქართველები - უძველესი ევროპელები არიან მას შემდეგ, რაც პრომეთე მიაჯაჭვეს საქართველოს მთებს, არგონავტები კი ოქროს საწმისის ძიებაში ჩვენს ქვეყანაში მოვიდნენ"). შეიძლება ასე ცდილობს თბილისი შეაკოწიწოს თავისი ლობი ამ, თითქოს და ყოველივე ამის გარეშეც მისდმი სიმპათიით განწყობილ ევროპულ ორგანიზაციაში.

ასეთი იდეა აფორიაქებს ქართველი ისტებლიშმენტსის გონებას ამასწინანდელი საკანდალის შემდეგ, ევროკავშირის ქართულ-ოსური კონფლიქტის საგამოძიებო საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმაძღვანელობდა გაეროს ექს-წარმომადგენელი საქართველოში, შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი.

თავიდან საქართველომ ეს კომისია, რომელიც მისივე წინადადებით შეიქმნა, სიხარულით მიიღო. „ქართულ მხარეს არაფერი აქვს დასამალი. ჩვენ დარწმუნებულენი ვართ ჩვენს სიმართლეში". - განაცხადა 10 თებერვალს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა. გვაუწყებდა სააგენტო Regnum. იმავეს იმეორებდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც.

მაგრამ სულ რამოდენიმე დღის შემდეგ, ოფიციალური თბილისის ტონი რადიკალურად შეიცვალა.ახლა ქართული ხელმძღვანელობა ითხოვს, რომ კომისიიდან დაითხოვონ ორი წევრი, რომლებსაც თითქოს და ანტიქართული პოზიცია აქვთ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100