RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბრძოლაში დიპლომატიური კორპუსი ჩაერთო

19.02.2009  |  10:04

7/1/0/1710.jpegგაეროში ყოფილი საქართველოს ელჩი ირაკლი ალასანია, რომელმაც გასულ დეკემბერს გადადგომის და ოპოზიციაში წასვლის შესახებ განაცხადა, გუშინ თავისი გუნდი წარმოადგინა. მთავარი მოთამაშეები - მისი ყოფილი კოლეგები, ექს დიპლომატები არიან. სულ რვა ადამიანი. მათი ლოზუნგია - "მომავალი შევქმნათ დღეს".

პროფესიონალთა ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაციაზე, რომელიც პრესტიჟული სასტუმრო "მერიოტის" გადაჭედილ დარბაზში შედგა, პირველად გაჟღერდა კონკრეტული მოქმედების გეგმაც. ირაკლი ალასანიამ საქართველოს სამომავლო გარდაქმნის პრიორიტეტები გამოაცხადა.

ძირითადად ისინი ეხებოდა ეკონომიკის საკითხებს. ჩამოყალიბდა ახალი ეკონომიკური პლატფორმა. როგორც მისი ავტორები არიან დარწმუნებულნი, მან უნდა უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა, კერძო საკუთრების უფლებების დაცვა და თავისუფალი წარმოების ხელშეწყობა. აქცენტი გაკეთებული იყო ტერიტორიალურ-დარგობრივ ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზე და ტურიზმის მხარდაჭერაზე.

ახალი გუნდის ლიდერი გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სასამართლო, რომელმაც უნდა შეისწავლოს კერძო საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები. "ძალიან ხშირად მფლობელებს აიძულებენ უარი თქვან საკუთრებაზე სახელმწიფოს სასარგებლოდ. ქვეყანაში, სადაც არ არის დაცული ელემენტარული უფლებები, შეუძლებელია განვითარდეს საბაზრო ეკონომიკა", - მოჰყავს მისი სიტყვების ციტირება საინფორმაციო სააგენტოს GHN.

ირაკლი ალასანიამ ისაუბრა თავის ზოგიერ პოლიტიკურ შეხედულებაზე: "ბიზნესმა უნდა ითანამშრომლოს მთავრობასთან. ხოლო დიქტატი რომელიმე მხრიდან გამორიცხულია. აუცილებელია განისაზღვროს სოციალური პოლიტიკა და ეკონომიკური პრიორიტეტები. კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ჯანდაცვას და განათლებას. შსს-ს ბიუჯეტი უფრო მეტია ვიდრე განათლების და ეს მიუთითებს ქვეყნის არასწორ პრიორიტეტებზე".

მის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური გეგმის რეალიზაციაში, მისი სიტყვებით, დაეხმარებიან ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები. აქამდე მათ არ ჰქონდათ შეხება საქართველოს მთავრობასთან. მათი სახელები მან არ დაასახელა. თუმცაღა, ალასანიას გუნდს უცხოელი მეგობრების დეფიციტი არ უნდა ქონდეს. ახალშობილ ოპოზიციურ გაერთიანებაში შევიდა სამი ყოფილი ელჩი: - ვიქტორ დოლიძე, ახლახანს ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკის მიმართ პროტესტის გამო, ეუთოს ელჩობის თანამდებობიდან გადამდგარი, ლევან მიქელაძე, რომელმაც, 2007 წლის ნოემბერში,თბილისში ოპოზიციის სასტიკი დაშლის შემდეგ დემონსტრაციულად უარი თქვა შვეიცარიაში ელჩობის თანამდებობაზე და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე.

უნდა ითქვას, რომ ალასანიას თავისი პოსტიდან წასვლის შემდეგ, ოპოზიციაში აქტიურად განიხილებოდა საკითხი, მისი თანამშრომლობის შესახებ "ახალ მემარჯვენეებთან" და რესპუბლიკელებთან. ალასანიამ აწარმოა მათთან მოლაპარაკებები, შეხვდა ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით საკუთარ გუნდს დაეყრდნოს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100