RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცხინვალი პასუხობს ბუნებრივი აირის ბლოკადას

19.02.2009  |  10:07

7/1/1/1711.jpeg1 აპრილიდან სამხრეთ ოსეთიდან საქართველოსთვის წყლის მიწოდება ფასიანი გახდება. ასეთი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ 17 თებერვალს მიიღო.

„როსბალტის" ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის მთავრობის ყოველკვირეულ თათბირზე რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა:

„აცნობეთ ამის შესახებ ქართულ მხარეს. ჩვენ ახლა გვჭირდება , რომ ჩავატაროთ საჭირო ფინანსური საქმიანობა იმისათვის, რომ განვსაზღვროთ მოხმარებული წყლის ფასი". ამასთანავე, კოკოითმა დაამატა, რომ თუკი ქართული მხარე უარს იტყვის წყლის გადასახადზე, მიწოდება შეწყდება.

გადაწყვეტილება მკაცრია. ერთი სიტყვით, მან შეიძლება კიდევ ასწიოს თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობის ისედაც მარალი ტემპერატურა. პაროდქსია, მაგრამ ფაქტია: „წყლის კონფლიქტებმა" არაერთხელ მიიყვანეს ისინი უკიდურეს ზღვრამდე. გავიხსენოთ ორი წლის წინანდელი ისტორია.

მაშინ სამხრეთ ოსეთის წყლით მომარაგება ქართული ანკლავის (სოფლები ქურთა და ხეითი) მაცხოვრებლების „სიმარჯვით" შეწყდა, რომლებმაც როგორც „იზვესტია" წერდა, არხი უკანონოდ ჩაჭრეს. გაუგებრობის მოსაგვარებლად წასულ სამხრეთ ოს სპეციალისტებს მაშინ გზად შეიარაღებული ძალოვნები დახვდნენ. როგორც ამბობენ ,"ძალა აღმართს ხნავს"... თუკი ეს „სხვა ძალა" არაა:სამხრეთ ოსეთმა მაშინ სარწყავი არხები გადაკეტა, რომლითაც წყალი გორის რაიონის ვაშლის ბაღებში ხვდებოდა. დაპირისპირება მხოლოდ ეუთოს ექსპერტების ჩარევით მოხერხდა, რომლებსაც ქართული სამხედრო ფორმიანი ხალხი გზიდან ჩამოეცალა და ნება დართო ოს სპეციალისტებს, ჩაეტარებინათ აღდგენითი სამუშაოები. რის შემდეგაც ცხინვალმა სარწყავი არხების წყალმომარაგების ბლოკირება შეაჩერა.

რაღაცით ეს ისტორია ჰგავს გახმაურებულ „ბუნებრივი აირის ბლოკადას" სამხრეთ ოსეთისთვის, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაიწყო. მართლაც, ერთი სცენარია: შეწყვიტეს მიწოდება, მაგრამ ამ შემთხვევაში საწვავის. აუკრძალეს ოსებს, რომ დაეთვალიერებინათ ქართულ მონაკვეთზე არსებული გაზსადენი. პრობლემა მოგვარდა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მონაკვეთზე ეუთოს დელეგაციის მიერ მილების დათვალიერების შემდეგ, რომლებმაც დაადასტურეს მისი გამართულობა. თუმცა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური საზოგადოებას საპირისპიროში არწმუნებდა.

და აი, კვლავ სირთულეები ცხინვალისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისას. წნევა მილებში ათჯერ დაეცა. ქართული მხარე კვლავ მეზობლებს აბრალებს ყველაფერს.სამხრეთ ოსეთის გაზსადენის მონაკვეთი „გაზპრომის" სპეციალისტებმა შეამოწმეს და აქ ყველაფერი მწყობრშია და ქართველებსაც მოუხდათ ეღიარებინათ - დაზიანებაა, მაგრამ მათთან. პირობა მისცეს, რომ ყველაფერს რაც შეიძლება სწრაფად შეაკეთებდნენ.

მაგრამ, როგორც ჩანს სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითის მოთმინების ძაფი გაწყდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100