RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სახელმწიფოებრიობის კიდევ ერთი ატრიბუტი

19.02.2009  |  15:01

7/1/8/1718.jpegრუსულ-აფხაზური და რუსულ-სამხრეთოსური საზღვრების განსაზღრა უკვე ამ წელს დაიწყება. ამის შესახებ 17 თებერვალს განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეც წარმომადგენელმა საზღვრების დემილიმიტაციის და დემარკაციის საკითხებში ალექსანდრე გოლოვინმა.

სახელმწიფო საზღვრების გავლება დაფუძნებულია შეთანხმებაზე მეგობრობის, თანამაშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ რუსეთს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის. გოლოვინის თქმით, რუსეთის სამხრეთ ოსეთთან და აფხზეთთან საზღვრების გავლება შინაური საქმეა და არ საჭიროებს რომელიმე მესამე სახელმწიფოს მიერ ამ რესპუბლიკების აღიარებას. „ყოველ შემთხვევაში, სახმელეთო საზღვრებზე ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება. მათი გავლებაზე თანხმობას საერთაშორისო მოლაპარაკები სტატუსი ექნება",- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე გოლოვინი თანამდებობაზე იანვრის ბოლოს ავიდა. როგორც მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ახალი სპეცწარმომადგენლის მუშაობის პრიორიტეტი იქნებოდა იმ ახალგაზრდა კავკასიურ რესპუბლიკებთან საზღვრების გაფორმება, რომლებიც რუსეთმა სცნო.

მანამდე, 12 წლის განმავლობაში საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის მცდელობისას, რუსეთი უამრავ პრობლემას გადააწყდა. თბილისი პრეტენზიებს აყენებდა, ძირითადად როკის გვირაბზე, რომელიც რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს აერთებს, ასევე შაბიო ზღვის აკვატორიის ათეულ კვადრატულ კილომეტრებზე. თბილისში მაშინ ალბათ არ უნდოდათ იმის გათვალისწინება, რომ სოჭასთან მდებარე აკვატორია ეკუთვნის რუსეთს გაეროს 1982 წლის საზღვაო უფლების კონვენციის თანახმად. საკმაოდ საეჭვო იყო საქართველოს მიერ წარდგენილი „უფლებებიც" როკის გვირაბზე, რომელსაც რუსი სამხედროები ემსახურებოდნენ და რუსეთის ტერიტორიად ითვლება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა მრჩეველმა ვადიმ პოსტნოვმა აღნიშნა, რომელის ხელმძღვანელობს საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციას და დემარკაციას, ქართული მხარე თავის დროზე საკმაოდ უსაფუძვლო პრეტენზიებს აყენებდა და ამიტომაც ვერ მოხერხდა შეთანხმება. ახლა, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დადგენისას ეს საკამათო საკითხები ერთხელ და დამუდამოდ უნდა გადაწყდეს. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახლა ნაკლები კითხვები იქნება და ჩვენს მეგობრებთან ერთად მათ მალე დავარეგულირებთ",- განაცხადა პოსტნოვმა.

თავის მხრივ, აფხაზური შიდა პოლიტიკური უწყების თავმჯდომარემ სერგეი შამბამ გამოთქვა დარწმუნება იმაში, რომ რუსეთთან საზღვრების დადგენისას პრობლემები არ წამოიჭრება, არც ხმელეთზე და არც წყალში. მისი თქმით, „მართალია დელიმიტაციის თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებები ჯერ არ შემდგარა, მაგრამ კონფლიქტები რუსეთსა და აფხაზეთს შორის ზღვის გამოყენების თაობაზე არასოდეს ყოფილა".

ხოლო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში უკვე განაცხადეს, რომ როკის გვირაბის რუსეთის მფლობელობაში ყოფნის არანაირი ეჭვი არ არსებობს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100