RSS
на русском en in english
14.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მოკავშირედ თემიდას ირჩევენ

20.02.2009  |  10:14

7/2/7/1727.jpegადმიანთა უფლებების ევროპული სასამართლო, მზად უნდა იყოს სამხრეთ ოსეთიდან საჩივერების ახალი ტალღისთვის. საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის მიერ, რუსეთის მისამართით შეტანილი 49 სარჩელის საპასუხოდ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მოუწოდა ყველა საქართველოს აგერსიის შედეგად დაზარალებულს, 1989 და 1990 წლების ჩათვლით, მომზადონ განცხადებები სასამართლოში შესატანად.

"ჩვენს დებს და ძმებს, რომლებიც დაზარალდნენ ქართული რეჟიმის გამო, არ აქვს მნიშვნელობა ეს იყო კომუნისტური, ნაცინონალისტური თუ დემოკრატიული, აქვთ უფლება აინაზღაურონ მათთვის მიყენებული ზარალი".- განაცხადა ედუარდ კოკოითიმ, მთავრობის ყოვლეკვირეულ თათბირზე. " საქართველოს არ აქვს საფუძველი და საუბრობს, რომ ირღვევა ქართველების უფლებები, უსწრებს რა ამით წინ მოვლენებს. როგორც ამბობენ- საუკეთესო თავდაცვა ხომ, თავდასხმაა". ქვეყნის ხელისუფლის ციტირება მოახდინა მისივე პრესსამსახურმა. ის რომ ამ პრინციპს უკვე ახორციელებენ, ნათელი გახდა სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალან პლიევის შეტყობინებიდან, რომელმაც განაცხადა, რომ რესპუბლიკაში, რუსეთიდან ჩამოვიდა ადვოკატების ჯგუფი. კონტრმტკიცებულებების ძიების პარალელურად, იურისეტები აპირებენ შეაგროვონ "ფართო ინფორმაცია, რათა მსგავსი სარჩელი აღძრან საქართველოს წინააღმდეგ".

როგორც ადრე GeorgiaTimes გვატყობინებდა, თებერვლის დასაწყისში " საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 49 საქმე წარგზავნა, რუსეთის წინააღმდეგ. მათში შეგროვებულია ძირითადად სამხრეთ ოსეთიდან დევნილი 340 ადამიანის "უფლებათა დარღვევის" ფაქტი, მთლიანობაში, ასოციაციის ხელმძღვანელის თამარ ხიადაშელის განცხადებით, მათ დახმარებისათვის მიმართა და უფასო იურიდიული კონსულტაცია მიიღო დაახლოებით 1000-მა მოქალაქემ. "საუბარია ისეთის უფლებების დარღვევებზე, როგორებიცაა: სიცოცხლის უფლება, კერძო საკუთრების უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა".- დააზუსტა ხიდაშელმა. ახალგაზრდა ქართველმა იურისტებმა თხოვნით მიმართეს სტრასბურგს დაჩქარებული წესით განიხილონ ეს საქმეები.

რამოდენიმე დღით ადრე, სხვა ქართულმა ორგანიზაციამ "კონსტიტუციის 42 მუხლი" ევროპის სასამრთლოს, საქართველოს მოქალაქეებისგან 391 სარჩელი გადასცა. მათაც დაჩქარებული რეჟიმით ითხოვეს საქმეთა განხილვა.

ასე რომ, დეღეისათვის სტრასბურგში 440 განცხადებაა შესული, აგვისტოს მოვლენებით დაზარალებული ქართველების სახელით. ამას გარდა, სასამართლომ მიიღო სარჩელი რუსეთის ფედერაციის მისამართით, რომელშიც საქართველოს სახლემწიფო ადანაშაულებს მას, სამხრეთ ოსეთში თავისი მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დარღვევაში, ასევე ქართველებისადმი ანტიჰუმანურ და ადამიანის ღირსებისადმი დამამცირებელ ქმედებებში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100