RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რებუსი პრეზიდენტისათვის

20.02.2009  |  17:06

7/4/0/1740.jpegსაქართველოს სახმელოთო ჯარს ახალი სარდალი ჰყავს - კობა ლაჭყებიანი. ამ პოსტზე მან ზურაბ აგლაძე შეცვალა, ამ უკანასკნელის დანიშნვის მომენტიდან, ჯერ ნახევარი წელიწადიც არ გასულა.

ზემდმეტი სულაც არ იქნება გავიხსენოთ, რომ აწ უკვე ყოფილი სახმელეთო ჯარების სარდალ ზურაბ აგლაძეს თავის პოსტი ეკავა, გასული წლის აგვისტოდან. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ავანტიურის კრახით დასრულების შემდეგ, კარდინალური გადაადგილებები მოაწყო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში. რაც შეეხება კობა ლჭყებიანს, როგორც "ინტერფაქსი"გვატყობინებს, ამ დრომდე მას საქართველოს თავდაცვის უწყების კრწანისის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი ეჭირა.

"განვიხილეთ რა შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი სარდლობა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურეების მღალ პოსტებზე დაწინაურების და მათ სხვა სამსახურში გადაყვანაზე"- პრეზიდენტის ციტირებას ახდენს «Kavkazskiy Uzel».

სააკაშვილმა განმარტა, რომ თავდაცვის უწყებაში ცვლილებები განხორციელდა საქართველოს და სამხრეთ ოსეთს შორის მომხდარი აგვისტოს კონფლიქტის გაანალიზების შედეგად. რა უნდოდა ამით ეთქვა, ისევ საიდოუმლოდ რჩება, რომლის ამოხსნასაც ჩვენ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე. ან ცუდად ომობდნენ, ან პირიქით - ზოგიერთი ოფიცერი იმდენად თავგანწირულად მონაწილეობდა ბრძოლებში, რომ წახალისება დაიმსახურა?

ესეიგი, ნახევარ წელიწადზე ნაკლებ დროში აგლაძე იძულებული ხდება დატოვოს საკუთარი პოსტი. რატომ? მისი მეთაურობით არმიას არ მიუღია მონაწილეობა არანაირ ოპერაციებში. შეიარაღებული ძალების ეფექტურობის ერთადერთი შემოწმება, გახლდათ გასული წლის დეკმბერში ქართულ პოლიგონ "ორფოლო"-ზე, ჩატარებული 13 დღიანი საარტილერიო სწავლებები. მაგრამ, თუ პოლკოვმიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას სიტყვებით ვიმსჯელებთ, რომლის ციტირებაც "როსბალტმა" მოახდინა, სწავლებებმა წარმატებულად ჩაიარეს:" სწავლებამ ხელი შეუწყო ქართველი არტილერიისტების პროფესიონალიზმის ამაღლებას და მათ ურთიერთქმედებას".

იმისათვის, რომ არმია " ნატოს სტანდარტებს" შეესაბამებოდეს, საქართვერლოში ძალიან დიდი ძალაა გადასროლილი. თბილისი ალიანს სთავაზობს საკუთარ დახმარებას, ავღანეთის კონტრტერორისტულ ოპრეციაში, ასევე ემზადება მაისში თავის მიწაზე ნატოს სწავლებების ჩასატრაებლად. რით ვერ დააკმაყოფილა პრეზიდენტი, ჯერ კიდევ აგვისტოში ნაფერებმა აგლაძემ?

 

გამოცანის პასუხი შეიძლება გაზაფხულის მოახლოებაში იმალებოდეს. წელიწადის დროის ცვლილების გამო კი არა, არამედ გაზაფხულის კაშკაშა მზესთან ერთად დაიწყება ახალი და ალბათ ყველაზე რთული პერიოდი, მიხეილ სააკაშვილის კარიერაში. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების იდეით შთაგონებული ოპოზიციონერები, ჯერ კიდევ იანვარში აფრთხილებდნენ სახელმწიფოს მეთაურს, რომ არა უგვიანეს მარტისა წამოაყენებენ მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან, მთელს ქვეყანაში ფართო მასშტაბიანი ანტისამთავრობო აქციების მოწყობით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100