RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი რემბოები გზას იკვლევენ ნატოში?

24.02.2009  |  09:54

7/4/7/1747.jpegთბილისი ნატოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ავღანეთში ქართული საჯარისო კონტიგენტის შეყვანის თაობაზე. ამის შესახებ 18 თებერვალს განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს მივიღოთ მონაწილეობა ნატოს ოპერაციაში ავღანეთში,- ჩაჩიბაიას ციტირებს ახდენს «Armenia Today».- ამ მიმართულებით მოლაპარაკებები დეტალები უახლოეს დღეებში გაირკვევა".

გარკვეულობას, „ინტერფაქსის" ინფორმაციით, ნატო-საქართველოს უახლოეს სხდომაზევე უნდა ველოდოთ. მანამდე კი ქაბულსა და კანდაგარში, ბარაკ ობამას ბრძანების თანახმად, დამატებით 17 000 ამერიკელი ჯარისკაცი გაემგზავრება.

რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველო ასე მიისწრაფის ამერიკელებისთვის კომპანიის გაწევისკენ? ბუნებრივია, სურვილი რაც შეიძლება სწრაფად გაერიონ ნატოს რიგებში. ამის დამამტკიცებელია საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით სიხარულიძის მოხსენება „თავდაცვის მინისტრის ხედვა 2009 წელზე". დოკუმენტში, იუწყება იტარ-ტასი, საუბარია იმაზე, რომ შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანაა იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც შემუშავებულია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ჩარჩოებში. ამას დამატებული ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება ნატოს ცალკეულ წევრ-ქვეყნებთან და ქართველი სამხედრო პირების მონაწილეობა საერთაშორისო და ანტიტერორისტულ მისიებში.

თბილისი, ამგვარად, აცხადებს: ამ წელს ჩვენი ჯარი ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამაში საქართველოს დასახმარებლად მზად არიან „ნატოს ცალკეული წევრი ქვეყნებიც". როგორც განაცხადა ევროპაში ამერიკის სახმელეთო ჯარების გენერალმა კარტერ ჰემმა:

„წინა პროგრამის შესრულებისას,- მის ციტირებას ახდენს „როსბალტი",- ქართველ სახმედროებს ასწავლეს ექსპედიციის შემადგენლობაში ყოფნის მოქმედებები. თუმცა მათთვის არ უსწავლებიათ საკუთარი ტერიტორიების დაცვა". ჰემის თქმით, ახლა ევროპის მმართველობა განიხილავს საკიტხს, თუ რა ფორმით იქნება უკეთესი საქართველოსთვის დახმარების გაწევა.

რომელ დაცვაზეა საუბარი? უფრო სწორად, ვისგან დაცვაზე? ორივე კითხვაზე პასუხი ერთია: ნატო სერიოზულად არის აღელვებული მოსკოვის გეგმებით განათავსოს სამხრეთ კავკასიაში თავისი სამხედრო ბაზები. ის ამას უწოდებს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას".

მსოფლიოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დეტალებში ქექვას ახლა აზრი არ აქვს. არსი სულ სხვა რამეშია: ნატოსთან თანამშრომოობის პროგრამის პუნქტების შესრულებისას, საქართველოს კვლავ აკეთებს მკვეთრ აქცენტს მილიტარიზაციაზე. ამასობაში კი ავიქყდება, რომ ბლოკში შესვლისათვის, დეკლარირებული მოთხოვნების თანახმად, აუცილებელია პირველ რიგში „დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების" განხორციელება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100