RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჟენევადან სითბოს სუნი წამოვიდა

24.02.2009  |  09:56

7/4/8/1748.jpegჯენევაში დასრულდა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესახებ გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, რომელში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და საერთაშორისო ორგანიზაციების ეუთოს, გაეროს და ევროსაბჭოს წარმომადგენლები. პირველად ისტორიაში მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ.

მოლაპარაკებების მსვლელობისას მონაწილეებმა მოიწონეს დოკუმენტი სახელწოდებით „შემოთავაზებები ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი აღკვეთის მექანიზმებზე". როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ახლა სტრუქტურის წარმომაგდენლები,რომლებიც უზრუნველტოფენ სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და საქართველოში უსაფრთხოებას ერთმანეთს ყოველ კვირას შეხვდებიან და გაცვლიან ინფორმაციას საზღვარზე არსეულ ვითარებასთან დაკავშირებით. შესაძლებელი გახდა უმთავრესი პრობლემის- სასაზღვრო ინციდენტების- გადაჭრის ხერხის პოვნა. ზემოთ ხსენებული შეხვედრები ჩატარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სოფელ ერგნეთში.

ამრიგად, დოკუმენტში გაითვალისწინეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სურვილები. ძირითადად,საერთაშორისო დამკვირვებლების იმ ტერიტორიებზე ყოფნის შესახებ, რომლებიც შესაბამისი მისიებით არის გათვალისწინებული. „გამონაკლის შემთხვევებში", როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა კონფლიქტის შემდგომი დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, ინციდენტის ადგილების მონახულებაზე ცალ-ცალკე შეთანხმდებიან.

რა თქმ უნდა, ახლანდელ შეთანხმებასაც აქვს სუსტი მხარეები. პირველ რიგში ის, რომ მას რეკომენდაციის ხასიათი აქვს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის აზრით, მნიშვმელოვანია ის, რომ დოკუმენტი ტვეა მხარისთვის მისაღებია. ეს, თავის მხრივ, განსაზღვრავს მისი შესრულებაზე მორალურ და პოლიტიკურ ვალდებულებებს. „თავად ინციდენტების დარეგულირებისა და აღმოფხვრის მექანიზმის გატარება ხელს შეუწყობს კონფლიქტურ ზონებში უსაფრთხოების გაძლიერებას".

თავის კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიაც უჭერს მხარს. რადიო „გერმანული ტალღის" ინფორმაციით, დიპლომატი კმაყოფილია მიღწეული შეთანხმებით და აცხადებს: „ახლა შეთანხმების ადგილზე პრაქტიკული განხორციელებისთის პოლიტიკური სურვილია აუცილებელი".

შეთანხმებების ხორცშესხმა, რომლის შესახებაც ბოკერია საუბრობდა, უნდა მოხდეს ახლო მომავალში, როდესაც სრულუფლებიანი წარმომადგენლები ერგნეთში თავიანთი შეთანხმებული მოქმედებების წესრიგს დაადგენენ.

დავუბრუნდეთ ჟენევას. სამწუხაროდ, შვეიცარიაში დარჩა გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც ასევე იყო ჩადებული ბოლო შეხვედრაში: საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. როგორც გადმოსცემს სააგენტო როიტერსი, ამის წინააღმდეგ გამოდიან ცხინვალის წარმომადგენლები, რადგან მორიგი პროვოკაციის ეშინიათ. როგორც ჩანს, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქშუ ჯერ კიდევ ნათლად ახსოვთ ოქტომბრის ტერაქტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100