RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„ევროვიზია“ პოლიტაქცენტით

24.02.2009  |  09:59

7/5/0/1750.jpegსაერთაშორისო ჟიურიმ და საქართველოს მოსახლეობამ გუშინ განსაზღვრა კონკურსის „ევროვიზია 2009" მონაწილეები, რომლებიც მოსკოვში გაემგზავრებიან. ეს არის ჯგუფი „სტეფანე და 3G" (სტეფანე მღებრიშვილია, 3G კი სამ გოგოს ნიშნავს).საქართველოში არსებული ტრადიციისამებრ, ამ ღონისძიებამ პოლიტიკური ელფერი მიიღო.

პირველი არხის სტუდიაში გამართული შესარჩევი კონკურსის პარალელურად მიმდინარობდა „ინტერნეტფორუმის" საპროტესტო აქცია. მომიტინგეები მომღერლებს მოუწოდებდნენ იგნორირება გაეკეთებინათ კონკურსისთვის და უარი ეთქვათ მოსკოვში გამგზავრებაზე. მსგავსი მოსაზრებებით „ინტერნეტფორუმი" მარტო არაა. მათი თანამოაზრეები „ქართული კლუბიდან", არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომელიც იანვარში ჩამოყალიბდა რომ „მოქალაქეობრივი საზოგადოების განვითარებაში აქტიური მონაწილეობა მიეღო", ქართველ შემსრულებლებს ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ. საინფორმაციო სააგენტომ მათი ციტირება მოახდინა: „ჩვენი მოსკოვში ვიზიტით ჩვენ სიმბოლურად ვაღიარებთ მორალურ დამარცხებას და რუსეთის კულტურულ არეალთან სიახლოვეს".

ხოლო ქართველი დეპუტატი, ფრაქცია „დემოკრატიული რეფორმების" თავმჯდომარე თამაზ ხუბუა თვლის, რომ მომღერლები მოსკოვის სცენაზე გამოსვლით შეურაცხყოფას მიაყენებენ აგვისტოში გარდაცვლილ ქართველებს. შეიძლება ითქვას, რომ დეპუტატი „საერთაშორისო კულტურულ არეალში" იმყოფება, მაგრამ აგვისტოში დაღუპულ ოსებზე ზრდილობის გულისთვისაც კი არაფერი უთქვამს...

ქართველი შემსრულებლების მონაწილეობის შესახებ დებატები ტელევიზიებსა და რადიოში ღიადაც კი გამოჰქონდათ განსახილველად. გაუგებარია, რატომ უნდა მოახვიო თავს ომით დაღლილ და კრიზისით გაწამებულ საზოგადოებას საკითხები, რომლებიც არ იმსახურებს ასეთ ბობოქარ ვნებებს, მაშინ როდესაც ნამდვილად მნიშვნელოვან პრობლემებზე არავინ საუბრობს?

ქართველი სტრატეგების აზრი გაიყო: ერთნი ყვიროდნენ არ წავიდნენო! სხვები მათ ეწინააღმდგეებოდნენ: არ წასვლა ნიშნავს ჩვენი წყენის გამოაშკარავებას, განა ამის მირწევას არ ცდილობს კრემლი? მესამენი კი კიდევ უფრო ხმამაღლა მოუწოდებდნენ წასვლისკენ. (აბა რა ქართველია ის ვინც თავისი ოპონენტის ხმის გადაფარვას არ ეცდება). იმის შეთავაზებაც კი იყო, რომ ისეთი რაღაც ემღერათ, რაც ერთხელ და სამუდამოდ საფუძვლიანად დაანგრევდა რუსეთის ავტორიტეტს საერთაშორისო საზოგადოების თვალში. იყვნენ ისეთებიც, ვინც მორიგ შოუში მონაწილეობაზე კამათს უაზროდ მიიჩნევდა და ჩუმად იჯდა.

საბოლოოდ ჟიურიმ და ხალხმა ხმა მისცა სიმღერის «We don't wanna Put in» შემსრულებლებს, რომელსაც თბილისში სიტყვების თამაშისა და ორნაირი შინაარსის გამო ასე თარგმნეს: „ჩვენ არ გვინდა პუტინი". ისინი თვლიან, რომ მთელი მსოფლიოს პოპის ფანები ასეთ იუმორს ღირსეულად შეაფასებენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100