RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცხოვრება თანდათან ლაგდება

24.02.2009  |  17:22

7/6/2/1762.jpegაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის გასული კვირა ღირსშესანიშნავი მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებებზე წარმატების მიღწევის გამო არ ყოფილა. რესპუბლიკის კულტურული ცხოვრებაც ძალიან აქტიურია. ამის დადასტურება - სოხუმსა და ცხინვალში მთელი რიგი ღონისძიებებია. მათ შორის ყველაზე ღირსშესანიშნავი იყო 19 თებერვალს აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიის გახსნა.

„დღეს ექსპლუატაციაში შედის აფხაზური კულტურის ერთ-ერთი მთავარი ტაძარი - ჩვენი ფილარმონია, - რესპუბლიკის კულტურის მინისტრის, ნუგზარ ლოგუას სიტყვების ციტირებას ახდენს „აფსნიპრესი". - ის გახდა კულტურის ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე ტექნიკით და მოწყობილობით".

თავის სიტყვაში ლოგუამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უკიდურესად საჭიროდ ჩათვალა კულტურის რიგი დაწესებულებების აღდგენა, და არა მხოლოდ დედაქალაქში.

ფილარმონიის აღდგენაში აფხაზეთს რუსეთი დაეხმარა, გამოუყო 90 მილიონი რუბლი. ახლა შენობა, რომლის ისტორიაც დაახლოებით ნახევარ საუკუნეს ითვლის, სრულიად რესტავრირებულია.

სულიერ გამდიდრებასთან ერთად, რესპუბლიკის მაცხოვრებლებს შეუძლიათ საკუთარი ჯანმრთელობის გაჯანსაღებაზე აიკიდოს აფხაზეთის ფედერაციაში იზრუნონ, რომელიც იმავე დღეს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში უკვე ჩაეწერა 20 ადამიანი, ბავშვების ჩათვლით. ფედერაციის შექმნისას,ორგანიზატორები ეყრდნობოდნენ იდეას, რომლის მიხედვითაც აიკიდო - კონფლიქტებისა და ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი ჰარმონიის ძიების ხელოვნებაა.

არ ივიწყებენ სპორტს სამხრეთ ოსეთშიც. როგორც „ოსეთის რადიო" იტყობინება, 20 თებერვალს ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრი ჩაატარა, რომელიც მამულის დამცველის დღეს მიუძღვნა. ესეც მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო-ახალგაზრდული სპორტული სკოლის შენობა ნახევრად დანგრეულია. მაგრამ პატარა სპორტსმენებისათვის ეს სულაც არ ყოფილა ხელისშემშლელი. მთავარია - სურვილი.

მოკლედ, ცხოვრება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თანდათან ეწყობა. არავინ ხუჭავს თვალს აღდგენის სირთულეებზე. აქ დიდ დახმარებას რუსეთი იჩენს. როგორც ცნობილია, საერთო პრობლემები, აერთიანებს. ორ ახალგაზრდა რესპუბლიკას შორის იზრდება ურთიერთ ინტერესი, სურვილი, რომ განამტკიცონ არა მხოლოდ პოლიტიკური კავშირები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100