RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ტრანზიტი ნატოსთვის

25.02.2009  |  10:41

7/7/0/1770.jpegსოხუმში ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. 20 თებერვალს ჩატარებული მოლაპარაკებების მსვლელობისას ქართულმა მხარემ გამოთქვა სურვილი ავღანეთში ანტიტეტორისტულ ოპერაციაში მონაწილეობაზე.

"საქართველო ნატოს სთავაზობს ქვეყნის ტერიტორიების გამოყენებას ერთ-ერთი ალტერნატიული გზის სახით ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის ჩატარებისას",- ეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის ნატოს სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსებაზე, არამედ მხოლოდ საჰაერო გზის შეთავაზებაზე ალიანსის თვითმფრინავებისთვის ავღანეთში გადასაფრენად.

სიხარულიძემ ასევე განაცხადა, რომ კრაკოვში განიხილებოდა ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში გაგზავნის საკითხიც. მისი თქმით, საუბარია ქართველი სამხედრო მსახურების როტაზე.

საქართველოში სიხარულიძის მოხსენება გამგზავრებაზე არაერთგვაროვნად მიიღეს. სამხედრო ექსპერტის კობა ლიკლიკაძის აზრით, კრაკოვის შეთავაზება საქართველოს ტერიტორიის ალტერნატიულ გზად გამოყენების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა დიპლომატიური ჟესტი.

"ჯერ კიდევ 2002 წელს საქართველომ მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც საქართველო უფლებას აძლევს ნატოს გამოიყენოს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სივრცე,- განაცხადა ექსპერტმა.- თავის დროზე ალიანსმა მოსკოვს სთხოვა საჰაერო სივრცე და ისიც დათანხმდა. თუკი ნატოს ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებისთვის საქართველო დასჭირდება, ამაში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ".

მაგრამ რა წინააღმდეგობა იგულისხმა ლიკლიკაძემ? როგორც ჩანს, ამერიკის სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსების შესახებ გახმაურებული ისტორია. მაგრამ თებერვლის დასაწყისში, შეგახსენებთ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის დამხმარის შემცვლელს მეთიუ ბრაიზას "ინტერფაქსთან" ინტერვიუში შეხსენება მოუწია:

"ჩვენ არ გვაქვს გეგმები საქართველოში ასეთი ბაზების განთავსების შესახებ და მე ეს არასოდეს მითქვამს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიემორებ, რომ ჩვენ ვაპირებთ საქართველოსთან თანამშრომლობას უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ეკონომიკის და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების სფეროში".

მით უმეტეს, ზოგი პოლიტიკოსი საქართველოს საჰაერო ტერიტორიის ნატოსთვის დათმობას სხვა პოზიციიდან განიხილავს. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის აზრით, ეს რესპუბლიკისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მომტანი იქნება. ქართული მასმედია მის ამგვარ კომენტარს ავრცელებს:

"საქართველოს თავის ტერიტორიაზე ეყოლება ამერიკული სამხედრო მომსახურე პერსონალი,რომელიც შიძლება ბაზის სტატუსით არ სარგებლობდეს, მაგრამ ამის პრაქტიკაში რეალიზება შესაძლებელი იქნება, რადგან საქართველოზე თავდასხმა ისე იქნება განხილული, როგორც ამერიკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის საფრთხე".

არსებობს კიდევ ერთი შეხედულება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100