RSS
на русском en in english
14.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პატივისა და ღირსების ტესტი

25.02.2009  |  10:46

7/7/1/1771.jpeg„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის საერთო მიზნის მიღწევის, ახალი საშუალება მოიფიქრა. ზღაპრული სათაგურის მსგავსად, რომელმაც მერის სიხარბის გამო ბავშვები ქალაქ ჰამელნიდან წაიყვანა, ექს-პრემიერმა მოუწოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ჩინოვნიკებს, დატოვონ „თბილი ადგილები".

ნინო ბურჯანაძემ სააკაშვილის გუნდის დაშლა"შიგნიდან" დაიწყო. როგორც 20 თებერვალს GeorgiaTimes გვატყობინებდა, მან მოუწოდა სახელმწიფო მოხელეებს, დროულად გააკეთონ არჩევანი და გაემიჯნონ „დანაშაულებრივ ხელისუფლებას". „მივმართავ ყველა იმ სპეციალისტს, პროფესიონალს, ექსპერტს, რომლებზეცაა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი პერსპექტივები და ბედი, სახელმწიფო ჩინოვნიკებს: არ მიიღოთ მონაწილეობა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ბინძურ დაკვეთებში, არ დაარღვიოთ კანონი, ემსახურეთ მხოლოდ ხალხს და არა სააკაშვილის ჯიუტ ამბიციებს", - განაცხადა ბურჯანაძემ, შეახსენა რა საკუთარი ღირსების გრძნობა თანამემამულეებს. მათ კი, ვინც არ ისურვებენ თანამდებობების დატოვებას, იგი „მომხდარზე პასუხისმგებლობის დაკისრებით" დაემუქრა. ექს-პრემიერის მოსაზრებით, მარტოობაში დარჩენილ სააკაშვილს კი, თანამდებობიდან ნებაყოფლობით წასვლის გარდა სხვა აღარაფერი დარჩება.

ბურჯანაძემდე, პრეზიდენტის გადაყენების მშვიდობიან გზებს სთავაზობდნენ „სახალხო კრებისა" და „ნაციონალური ფრონტის" ლიდერები. პირველები აპირებენ, კორექტირება შეიტანონ მთავრობაში და არ გამორიცხავენ მასობრივ გამოსვლებს. მეორეები კი, აქცენტს სწორედ დაუმორჩილებლობის აქციებზე აკეთებენ.

ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებამდე ნინო ბურჯანაძეს ეჭვი ეპარებოდა "ქუჩის პოლიტიკის" აუცილებლობაში. მაგრამ რამოდენიმე დღის წინ, ოპოზიციის გაერთიანებისკენ მორიგი მოწოდებისას მან განაცხადა:"საქართველოს საზოგადოება უნდა წარსდგეს მთავრობის წინაშე და „ცოცხალი" ხმის მიცემით დაადასტუროს საკუთარი მტკიცე გადაწყვეტილება ამ უუნარო და უპერსპექტივო რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით. ასევე პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ". საინფორმაციო სააგენტო „ახალი რეგიონი - სამხრეთ კავკასიას"ინტერპრეტაციით, თითქოს უკვე არის ხელისუფლების საპროტესტო აქციის გზით შეცვლის მზაობა. ასეთი ახსნა, ალბათ, მართლაც ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, იმიტომ, რომ თავის განცხადებაში „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ასევე ლაპარაკობდა, ვადამდელი არჩევნებისა ან რეფერენდუმის შემთხვევაში, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან შესაძლო არეულობებზე და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე. ბურჯანაძე თვლის, რომ მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში ქვეყანაში გათამაშდება ისეთივე ფარსი, როგორიც იყო 2008 წლის არჩევნები.

სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ექს-პრემიერი ემზადება საგაზაფხულო მიტინგებისათვის, რადგან პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარება საეჭვოდ მიაჩნია.

საყოველთაო ხმის მიცემის იდეა უფრო ადრე გაახმოვანა, გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც თავისი ოპოზიციური გუნდი ჩამოაყალიბა.სხვათა შორის, თავად ისიც აღარ გამორიცხავს საპროტესტო აქციებში საკუთარი მომხრეების მონაწილეობას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100