RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აჯანყებულ დიპლომატებს გენერალი მიემხრო

25.02.2009  |  10:51

7/7/2/1772.jpegშევარდნაძის დროინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გია ყარყარაშვილმა გუშინ, გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიას გუნდში გაწევრიანების შესახებ გააკეთა განცხადება. პოლიტოლოგები ამას სააკაშვილის გადაყენებისთვის შემართული ოპოზიციის, მნიშვნელოვან გაძლიერებად მიიჩნევენ.

გია ყარყარაშვილი პოლიტიკიდან 2004 წელს - „ვარდების რევოლუციის" გამარჯვებისთანავე წავიდა. „რევოლუციური რეფორმების" და კატაკლიზმების დროს ახალგაზრდა გენერლის სახელი, რომელიც ოდესღაც ქართველი ბიჭებისათვის მისაბაძი იყო, ყველას გადაავიწყდა. საზოგაოების ყურადღების ცენტრში, ის აგვისტოს მოვლენების შემდეგ კვლავ აღმოჩნდა. საომარი მოქმედებების ჩატარების მეთოდების გამო, გენერალმა ხელისუფლება გააკრიტიკა და არც მკვეთრ გამონათქვამებს მოერიდა: "პრქტიკულად ჩვენ უკვე 8 აგვისტოს დილას, შეტაკებაში დავმარცხდით", "ხელისუფლებამ ბრძოლის ველზე დატოვა მთელი შეიარაღება, დაღუპულები და საკუთარი პატივიც" და ა.შ.

ამასთანვე, ქართველი პოლიტოლოგები თვლიან, რომ ყარყარაშვილი ისეთი ფიგურაა, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკური გუნდის სიას დაამშვენებდა. პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ასე დაახასიათა ის ქართული ინტერნეტ-გამოცემის გვერდზე:" მის უკან დგანან სტაბილურობაზე ორიენტირებული ქართველი ვეტერანებიც და ომგამოვლილი ხალხიც, რომლებმაც კარგად იციან მშვიდობის ფასი".

როგორც ქართული საინფორმაციო საშუალებები წერენ, პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს შევარდნაძის დროინდელი სხვა თავდაცვის მინისტრიც - დავით თევზაძე. როგორც ყარყარაშვილი, ისიც იმყოფებოდა გასულ კვირას ირაკლი ალასანიას გუნდის პრეზენტაციაზე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციაში გასული წლის დეკემბერში გადასული, გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის გუნდში, შედიან დიპლომატები, რომლებმაც თანამდებობები ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგობის ნიშნად დატოვეს. მათი ლოზუნგია - „მომავალს ვქმნით დღეს" და ისინი ცდილობენ, სააკაშვილის გადაყენებას კონსტიტუციური გზით. თუმცა, მთელი კვირის განმავლობაში, ოპოზიციონერმა დიპლომატებმა მხარდაჭერა მოიპოვეს სამხედროებს შორის, რომლებიც, როგორც ცნობილია, ყოფილები არასოდეს არიან.

თუმცა ყარყარაშვილი ამჟამად უკვე აღარ გამოდის სადავო საკითხების სამხედრო მეთოდებით გადაწყვეტის მოთხოვნით. სწორედ ამითი ხსნის, მის მიერ ოპოზიციონერი დიპლომატების მხარდაჭერას:"არასოდეს დავივიწყებ ირაკლი ალასანიას გულწრფელად ღირსეულ ნაბიჯს, როდესაც მან, მიიუხედავად პირადი ტრაგედიისა, შეძლო, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დამჯდარიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამით მან დაიმსახურა აფხაზების პატივისცემა და ნდობა. მეც ასეთივე ტრაგედია გადავიტანე - ჩემი ძმა აფხაზეთში დაუიღუპა. ასე იქცევიან მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნების მქონე ადამიანები. დღეს მხოლოდ ირაკლი ალასანიას გუნდს და მათთან მოთანამშრომლე ძალებს აქვთ შანსი, გამოიყვანონ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100