RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სასამართლოს ვერდიქტმა ოპოზიცია წააქეზა

25.02.2009  |  10:57

7/7/4/1774.jpegთბილისის საქალაქო სასამართლომ ამ დღეებში უარი უთხრა ქართული წარმომავლობის მილიონერს ჯოზეფ ქეის ბადრი პატარკაციშვილის ქონების განკარგვაზე, თუმცა აღიარა მისი უფლება ბიზნესმენის ანდერძის შესრულებაზე. პატარკაციშვილის ქვრივმა ასეთ გადაწყვეტილებას უკვე უწოდა „უსამართლობის ზეიმი".

ვერდიქტის გამოტანისთანავე, პატარკაციშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა. მასში, ძირითადად, საუბარია: „ამ გადაწყვეტილებას მართლმსაჯულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის თავიდანვე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო! სასამართლომ უგულვებელყო მტკიცებულებები,რომლებიც ქეის დოკუმენტების სიყალბეს ამტკიცებდა. მან ეს დოკუმენტები იმისთვის გამოიყენა, რომ ბადრის ქონებაზე კონტროლი მოეთხოვა. ქეის არავინ უჭერდა მხარს ქართული სასამართლოსა და მის უკან მდგომი ხელისუფლების გარდა".

განცხადების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს გარდაცვლილი ოლიგარქის ახლო ნათესავების სიტყვებს, რომლებმაც შეიტანეს სარჩელი საერთაშორისო ინსტანციებში იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჯოზეფ ქეისთან შეთანხმებით „დაახრჩო" და გაჩუმება აიძულა ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ოპოზიციურ ტელეარხს „იმედი".

გავიხსენოთ, რომ 2007 წლის ბოლოს ეს არხი ქართულმა სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია, რათა მას ხელისუფლებისთვის არახელსაყრელი განცხადებები აღარ გაევრცელებინა. მაუწყებლობის განახლების უფლება არხს მხოლოდ დასავლეთის ჩარევის შემდეგ მისცეს 2008 წლის მაისში. თუმცა, ოპოზიციურიდან ის გასართობ არხად გადაიქცა. ხელისუფლება თემატიკის შეცვლას ახალი მფლობელის სურვილს მიაწერს, ეს მფლობელი კი ზუსტად ის ჯოზეფ ქეი არის.

საქმე ისაა, რომ ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ არხზე თავისი უფლებები წამოაყენა მისმა ნახევარძმამ (ზოგი წყარო მას ბიძაშვილად მოიხსენიებს), ამერიკის მოქალაქემ ჯოზეფ ქეიმ (იოსებ კაკალაშვილი). მან წარმოადგინა დოკუმენტები, რომლებიც თითქოს ამტკიცებს ქონებისა და ტელეარხის აქციების მასზე გადაფორმებას. ოჯახის წევრებმა და ოპოზიციამ ჯოზეფ ქეი დაადანაშაულეს თაღლითობაში და ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში. მათი აზრით, ის მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რომელიც დაინტერესებული იყო არხისთვის ოპოზიციური მიმართულების მოშორებაში.

უფრო მეტიც, თებერვლის დასაწყისში პატარკაციშვილის ყოფილმა პარტნიორმა - ირაკლი რუხაძემ, რომლის მანქანაც „შემთხვევით" აფეთქდა თბილისის ცენტრში გასული წლის ზაფხულში, განაცხადა, რომ ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახდენდა, რათა მას დაერწმუნებინა პატარკაციშვილის ქვრივი „იმედისა" და კომპანია „ბორჯომის" აქციებზე უარის თქმაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100