RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პარასტაევი საინფორმაციო ომში სააკაშვილის „ნაღმია“

26.02.2009  |  09:45

7/8/9/1789.jpegდღეს პრესა სიამოვნებით ატრიალებს ყოფილი უზენაესი მოსამართლის და სამხრეთ ოსეთის შნაგან საქმეთა სამინისტროს ექს-მეთაურის, ალან პარასტაევის მიერ რესპუბლიკის პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მიმართ გამოთქმულ სენსაციურ ბრალდებებს. ცხინვალში აგვისტოს მოვლენების დროს ციხიდან გამოქცეული პარასტაევი, თბილისში გულში ჩაიკრეს.

ალან პარასტაევი, რომელმაც საქართველოში პრობაციის, სასჯელაღსრულებისა და იურიდიული მხარდაჭერის მინისტრის მოადგილის თანამდებობა მიიღო, ტელეარხ „იმედისათვის" მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, თუ რატომ თვლის ედუარდ კოკოითს „ტერორისტად და ბანდიტად". ყოფილ შეფს მან დააკისრა პასუხისმგებლობა პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობის ორგანიზებისათვის. კერძოდ, რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლეგ ალბაროვის ლიკვიდაციისა და სამხრეთ ოსეთში ორგანიზებული აფეთქებების მოზადებისთვის, ამ აფეთქბებში შემდეგომ საქართველოს ადანაშაულებდნენ. გაქცეული სიტყვაძუნწი არც იმის აღწერისას გახლდათ, თუ როგორ ემზადებოდა სამხრეთ ოსეთი ომისთვის.

თითქოს და მას, რუსეთიდან კონტრაბანდული გზით შემოჰქონდა იარაღი. რუსი მესზღვრეები, ამტკიცებს პარასტაევი, საქმის კურსში იყვნენ, ისევე, როგორც სამხედრო დამკვირვებლები მოსკოვიდან.

პარასტაევის ბრალდებების მეორე ნაწილი შეეხებოდა დევნასა და შევიწროებას, რომლის მსხვერპლიც თავად გახდა. 2006 წელს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. პარასტაევი არ დაემორჩილა. ძალოვნებმა დაშინების მიზნით, ჯერ მისი შვილი, შემდეგ თავად პარასტაევი დააპატიმრეს, მას ტერორიზმსა და საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი. მისი სიტყვებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი სასტიკად აწამეს და მას კოკოითზე თავდასხმის მომზადების აღიარება გამოსძალეს. საქართველოს არმიის მიერ ცხინვალზე დარტყმამ, პარასტაევი იხსნა.

პარასტაევის ბრალდებებზე პასუხად, შეიძლება ჩაითვალოს ოსურ საიტებზე დღეს გამოქვეყნებული, სამხრეთ ოსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ალან პარასტაევის გაშიფრული აუდიოჩანაწერი, სადაც ის უთანხმდება შუამავლებს, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ედუარდ კოკითის მკვლელობასთან დაკავშირებით. „ოსინფორმი" აღნიშნავს, რომ ჩანაწერი გაკეთებულია 2006 წელს და აღმოჩენილია ჟურნალისტური გამოძიების მსვლელობისას. პირველად, ინტერნეტის საძიებო სისტემის მონაცემებით, გაშიფრული მასალა „ოსინფორმის" მიერ გამოქვეყნდა, ჯერ კიდევ 2008 წლის 11 დეკემბერს.

თანამოსაუბრეები განიხილავენ „ჯაბელიჩზე"(პრეზიდენტ კოკითზე) თავდასხმის დეტალებს, მისი მანქანის ფერს, კორტეჟის ავტომობილების რაოდენობას. საუბრის მიხედვით, მკვლელობის ორგანიზატორების აზრთა სხვადსხვაობა, მხოლოდ შეკვეთის არასაკმარისმა ანაზღაურებამ გამოიწვია. ჩანაწერიდან შეიძლება გაიგოთ, რომ შემსრულებელი ითხოვს გადხდის და მკვლელობის შემდეგ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100