RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მტკვრის ნაპირებთან მეორე ირაკლის გამოცხადება

26.02.2009  |  09:46

7/9/0/1790.jpegსაქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მიზანი - აქტიური მონაწილეობა მიიღოს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებში. ქართველი პოლიტოლოგების პროგნოზი ერთსულოვანია: მოსალოდნელია „ცხელი" გაზაფხული.

ხელისუფლებამ პარტიას „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობს, წაართვა ოფისი და არა ლიდერი. „ქორი" - ზუსტად ასე უწოდებდნენ ირაკლი ლევანის ძეს თავდაცვის მინისტრობის ჟამს, მისი სკანდალური დაპირებისთვის - შეხვედროდა 2007 წელს ცხინვალშ. ის იძულებითი ემიგრაციიდან ბრუნდება და ამჯერად აპირებს მონაწილეობა მიიღოს ოპოზიციის გადამწყვეტ ბრძოლაში, თავისი ყოფილი მეგობრისა და თანამებრძოლის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ დაუდასტურა GeorgiaTimes-ს კორესპონდენტს ინფორმაცია ოქრუაშვილის დაბრუნების შესახებ. როდის? ეს ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია. ხელისუფლების მოქმედება ხომ არაპროგნოზირებადია. „არაფერია გამორიცხული, შეიძლება სცადონ მისი დაკავება, - თვლის ეკა ბესელია და ამატებს, - გაზაფხულზე ის საქართველოში იქნება, რადგანაც გადაწყვეტილი აქვს, შეუერთდეს ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ საპროტესტო აქციებს".

ბესელია, პროფესიით ადვოკატი, თვლის, რომ საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოუწევს, შეცვალოს ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი ბრალდება. პარიზის სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს პროკურატურის მირ საფრანგეთისთვის გაგზავნილი მტკიცებულებები არასაკმარისია მისი დანაშაულის დასადასტურებლად. ასე რომ, სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ. „ამასთან ერთად, - თვლის თანამოსაუბრე, - როდესაც ადამიანმა მიიღო პოლიტიკური თავშესფარი, რაც მისი უსაფრთხოების გარანტიაა და თუ ის საკუთარი სურვილით ბრუნდება სამშობლოში, ამით ის მაბობს, რომ არც დაუპირებია და არც აპირებს დამალვას. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას და სასამართლოს არ რჩება სამართლებრივი არგუმენტი, რომლის ძალითაც ირაკლი უნდა დააპატიმრონ".

ყველაფრის გათვალისწინებით, გაზაფხულზე, ხელისუფლებას აღარ ეცლება კონკრეტულად ოქრუაშვილისთვის ანგარიშის გასასწორებლად. სააკაშვილის მრავალი ყოფილი მეგობარი და თანამებრძოლი გახდა მისი მოწინააღმდეგე. ამ კვირის დასაწყისში რესპუბლიკელები , „ახალი მემარჯვენეები" და აჯანყებული დიპლომატების გუნდი გაერთიანდნენ „ალიანსში საქართველოსთვის", და სააკაშვილს მხოლოდ და მხოლოდ 10 დღე მისცეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, რეფერნდუმის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მისაღებად. საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა კი, სააკაშვილს ვადა 9 აპრილამდე მისცა. ამ წითელ თარიღამდე სააკაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

ქართველმა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ივარაუდა, რომ გაზაფხულზე ზურაბიშვილის პარტია და „ალიანსი საქართველოსთვის" შეიძლება საერთო მოთხოვნით გამოვიდნენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100