RSS
на русском en in english
25.11.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისს ისევ ესაჭიროება გარესაშიშროება

26.02.2009  |  09:49

7/9/1/1791.jpegსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 23 თებერვალს ოფიციალური განცხადებით გამოვიდა, რომელშიც გაცხადებული იყო რუსეთის მხრიდან, შესაძლო სამხედრო აგრესიის შესახებ. ვარაუდი, რესპუბლიკის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის თაობაზე ჭორებმაც გაამყარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სერგეი კაპანაძის ანუ განცხადების ავტორის სიტყვებით - "კონფლიქტურ რეგიონებში" დღეისათვის კონცენტრირებულია შვიდიათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე, შენდება ხუთი სამხედრო ბაზა. " მოცემულ ეტაპზე კი, არ არსბობს არანაირი მექანიზმი იმისათვის, რომ აღვკვეთოთ ან არ დავუშვათ რუსეთის სამხედრო აგრესია".-მისი სიტყვების ციტირებას ახდენს "როსბალტი".

რუსულმა მხარემ კაპანაძის ინფორმაცია უარყო. აფხაზეთის გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი ზაიცევმა კი, განაცხდა რომ: რესპუბლიკაში 3700 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება და "არცერთი ჯარისკაცით არც მეტი, არც ნაკლები", გვატყობიებს "ინტერფაქსი". ისინი იქ, სხვათაშორის რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთ დახმარების შესახებ ხელშეკრულების თანახმად არიან განავსებულნი. ანატოლი ზაიცევმა აღნიშნა, რომ " ამ უკანასკნელ დღეებში, აფხაზეთის გალის რაიონში განთავსებულ რუსულ ბატალიონში როტაცია ტარდება". შესაძლოა სწოერედ ეს გახდა ხმაურის ასატეხი მიზეზი თბილისისათვის. მაგრამ ლბათ ქართულ "აგიტატორ-პროპაგანდისტს" გადაავიწყდა, რომ რუსეთის ჯარები აფხაზეთში ოპფიციალურად იმყოფებიან, სოხუმის თხოვნით, სწორედ იმისათვის, რომ არ დაუშვან საქართველოს მხრიდან ახალი აგრესია, ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ.

თუმცა, შესაძლოა პრობლემა ცუდ მახსოვრობაში სულაც არ არის. უბრალოდ ხელისუფლება სერიოზულად შეაშინა, ოპოზიციის მიერ გამოცხადებულმა "საგაზაფხულო შეტევამ". ქართველები, იმედგაცრუებულნი არიან ახლანდელი რეჟიმით. ოპოზიცია, ერთი მეორის მიყოლებით უყენებს ულტიმატუმებს პრეზიდენტს: მოთხოვნით, ჩაატაროს ვადამდელი არჩევნების რეფერენდუმი ანდა სართოდაც დატოვოს თავის სავარძელი 9 აპრილამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში რესპუბლიკას საპროტესტო აქციები ელოდება. ამიტომაც ხელისუფლების ამჟამინდელი მცდელობა, ხალხის აზრები სხვა პრობლემებით დააკავონ - მათთვის ჩვეული, კლასიკური პოლიტიკური ხრიკია.

ამის შესახებ საქართველოშიც ბევრს საუბრობენ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ინფორმაციას რუსეთის მხრიდან ომის საშიშროების შესახებ, ოფიციალური თბილისი იმისათვის ავრცელებს, რათა გაზაფხულზე თავიდან აიცილოს მოსალოდნელი მანიფესტაციები.

"ყოველივე ეს იმისათვის კეთდება, რომ არ დაუშვან ქუჩებში ხალხის გამოსვლა- მის ციტირებას ახდენს «GHN».- ომი ორ კვირაში არ იწყება. მას აქვს საკუთარი წინაპირობები". ზაქარეიშვილის აზრით, ამჟამად ომის გასაჩაღებლად, არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100