RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროკავშირის მიკერძოება კავკასიაში ცუდად შემოუბრუნდა მინსკს

27.02.2009  |  10:23

8/0/5/1805.jpegევროკავშირი ურჩევს ბელორუსს, რომ არ სცნოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ასეთმა წინადადებამ გაიჟღერა 23 თებერვალს, ევროკავშირის საბჭოზე, რომლის მსვლელობისასაც მინსკს, პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობაში" მონაწილეობას დაპირდნენ.

„აღიარების შემთხვევაში, ბელორუსს „აღმოსავლეთ პარტნიორობაში" მონაწილეობასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება, - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარელ შვარცენბერგის ციტირებას ახდენს „კომერსანტი". - ან ის ევროპულ კონტექსტს გარეთ აღმოჩნდება".

აი ასე. სწორხაზოვნად, ღიად, არც კი უცდია, რომ შეერბილებინა საკუთარი ტონი, ევროპამ დააყენა მინსკი არჩევანის წინაშე: ან ისინი, ან ჩვენ. ბოლო დრომდე ლუკაშენკო წარმატებით აბალანსებდა თავის ურთიერთობას ევროპასა და რუსეთს შორის. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, დადგა დრო, ბელორუსმა უნდა შეიძინოს თავისი პოლიტიკური იდენტურობა.

წავიდეს ან აღმოსავლეთისკენ, ან დასავლეთისკენ. ერთი მხრიდან - მრავალმილიარდიანი კრედიტი რუსეთისგან, მეორე მხრიდან - სავიზო რეჟიმის მოხსნა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა.

გასაკვირია, მაგრამ ცივილიზებული ევროპა რატომღაც იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ აღიარება ან არაღიარება - ყოველი სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა და რჩევები აქ საჭირო არაა. ამასთან დაკაშირებით, შვარცენბერგის განცხადებაზე უკვე გასცა პასუხი მოსკოვმა და სოხუმმა.

„ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს პოზიცია ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას, რომელსაც სამხრეთ ოსეთის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მოეწერა ხელი, - მოჰყავს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ტექსტი „რია-ნოვოსტის". - ის, ასევე, გვაძლევს უფლებას, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის როლი ჩავთვალოთ, როგორც წინასწარ შექმნილი და მიზანმიმართული".

მართლაც, რომელ ადეკვატურ მონიტორინგის მისიაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი რეგიონში, როდესაც ევროკავშირი თავიდანვე, ფაქტიურად საქართველოს მხარდამჭერია? ევროპა არა მხოლოდ გვაიძულებს, რომ ეჭვი შევიტანოთ კავკასიის კონფლიქტის დარეგულირებაში მისი მონაწილეობის აუცილებლობაში. მას შეუძლია ნულამდე დაიყვანოს ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მიღწეული წარმატება.

უფრო მეტიც, ფსონი იქნება დადებული ბრიუსელისა და მოსკოვის ურთიერთობზეც. კი, ევროკავშირი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები სურს. მაგრამ მსგავსი განცხადებების შემდეგ ამის დაჯერება ძნელია. მოსკოვი ევროკავშირის გამოხდომებზე თავშეკავებულად რეაგირებს:

„ლაპარაკია იმ სახელმწიფოს საკმაოდ ღია პოლიტიკურ ზეწოლაზე, როგორიცაა ბელორუსი, - განუცხადა „ინტერფაქსს" ევროკავშირში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩიჟოვმა. - და მინსკმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ რეაგირებას მოახდენს ამ ზეწოლაზე".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100