RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რა დამალეს დავით ბაქრაძემ და ოვიკ აბრამიანმა

27.02.2009  |  10:25

8/0/8/1808.jpegსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ერევანში სტუმრობა მისთვის უსიამოვნო მოვლენით დასრულდა. რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, ჯავახეთში სომეხი აქტივისტების დევნის გამო, საპროტესტო აქცია გამართა.

დავით ბაქრაძიემ და მისი სომეხეხმა კოლეგამ, ოვიკ აბრამიანმა შეხვედრის შემდეგ, მეგობრული განცხადებები გააკეთეს და მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. ბაქარაძემ ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სომხური ინვესტიციები და დამსვენებლები აჭარაში. აბრამიანმა ყურადღება გაამხვილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის დარეგულირებაში სომხეთის ნეიტრალურ პოზიციაზე და იმედი გამოთქვა, რომ ასეთივე პოზიციას დაიკავებს საქართველო, ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებითაც. სომხეთის პარლამენტის სპიკერი ასევე შეეხო ტაძრების პრობლემას, რომლებიც საქართველოში მოქმედ სომხეთის სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნის. ბაქარაძე დაპირდა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს ამ საკითხის მოსაგვარებლად. „ქართულ - სომხურ ურთიერთობებში გადაულახავი პრობლემები არ არსებობს" - ქართველი სტუმრის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-არმენია".

როგორც ჩანს, დავით ბაქრაძემ ამაში სრულიად სომეხთა პატრიარქი, გარეგინ მეორეც დაარწმუნა. მათი შეხვედრის შემდეგ კათოლიკოსისი პრეს-კანცელარია იტყობინებოდა: „მისმა უწმინდესობამ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა თბილი და მეგობრულია, გამოთქვა იმედი, რომ არსებული პრობლემები ძმური სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში გადაწყდება". როგორც ცნობილია, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რამდენიმე სომხურ ტაძარზე აცხადებს პრეტენზიას და რასაც უკვე არაერთი სკანდალური ინციდენტი მოჰყვა.

თუმცა, ქართულ-სომხური ურთიერთობის ერთი მტკივნეული საკითხი არც დავით ბაქრაძეს და არც ოვიკ აბრამიანს სახალხოდ არ წამოუწევიათ. წინასწარ ელოდნენ ამას და 20-ზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ერევანში საქართველოს საელჩოს წინ, ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო აქცია დაგეგმა და ჩაატარა. მომიტინგეებმა წამოაყენეს მოთხოვნები, რომელთა შორის მთავარი იყო იმ აქტივისტების განთავისუფლება, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში ჰყავთ დაკავებული.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100