RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვინ შეძლებს ქართული ოპოზიციის გაერთიანებას?

27.02.2009  |  12:19

8/1/2/1812.jpegოპოზიციური პარტია „საქართველოს გზის" ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 9 აპრილამდე მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ ამ დღეებში წამოყენებულ ულტიმატუმს, ქვეყნის სხვა ოპოზიციური ძალებიც შეუერთდნენ. მათ შორის: ნინო ბურჯანაძის პარტია - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", კონსერვატორები და „ხალხის პარტია".

ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყნის გადარჩენა, შიდა და გარე საშიშროებებისათვის თავის არიდება, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ღრმა და უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა, - ნინო ბურჯანაძის ციტირებას ახდენს RIA Novosti. - ამ მიზნის მისაღწევად ერთადერთი რეალური გზა არის პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა".

როგორც „კომერსანტს" კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა აცნობა, 9 აპრილს, თბილისში, მთავრობის სახლის წინ, ასევე ქვეყნის რამოდენიმე ქალაქში ოპოზიციური პარტიის წევრები სააკაშვილის გადადგომის ერთადერთი მოთხოვნით პერმანენტულ მჯდომარე საპროტესტო აქციას დაიწყებენ. ეს აქციები არ შეწყდება მანამ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება".

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ოპოზიციამ პრეზიდენტს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ორი ულტიმატუმი წამოუყენა: ვადამდელი არჩევნების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება და დაგადგომა 9 აპრილამდე. პირველი მოთხოვნა წამოაყენეს პრეზიდენტის პოსტის პრეტენდენტის, ირაკლი ალასანიას გუნდის ალიანსმა, რესპუბლიკელებმა და „ახალმა მემარჯვენეებმა". გადადგომა კი, მოითხოვა სალომე ზურაბიშვილმა.

ცოტა ხანში საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის ბოლო მოთხოვნა, კვარტეტად ტრანსფორმირდა. ალასანიაზე არანაკლები სერიოზულ პრეტენდენტთან - ნინო ბურჯანაძესთან ერთად. ამ უკანასკნელმა პირობა დადო, რომ თუკი აპრილში სააკაშვილი თავის პოსტზე დარჩება, საპროტესტო აქციები არ შეწყდება. ამასთან ერთად, მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც: „ჩვენ ერთობლივი მოქმედებისთვის საკოორდინაციო მექანიზმს შევქმნით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჯერჯერობით კი, სამწუხაროდ, ოპოზიციის რიგებში არარსებული ერთიანობის შესახებ გვიხდება ლაპარაკი. იმ მომენტშიც კი, როდესაც საღი აზრი საერთო მიზნის მისაღწევად ძალისხმევის გაერთიანებას ითხოვს, სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს შორის ისევ რყევებია. უპირველეს ყოვლისა, ის უმაღლეს სახელმწიფო პოსტებთან დაკავშირებული პირადი ამბიციების გამოა, რადგან, როგორც ბევრი თვლის, პოსტ-სააკაშვილის ერა, ცხრა მთას იქით აღარაა. ტყუილად არ შეუნიშნავს ლეიბორისტების ლიდერს, შალვა ნათელაშვილს, რომ „ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ირაკლი ალასანია იქნება მიშა - 2".ლეიბორისტების მეთაურის მოსაზრებით ორი „დუბლიორიც" არსებობს - ნინო ბურჯანაძე და „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი - ზურაბ ნოღაიდელი, - რომლებიც უარს არ ამბობენ მთავარ კანდიდატობაზე.

ყოველ პრეტენდენტს სიტუაციის თავისი ხედვა აქვს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100