RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილმა გადაწყვიტა გახდეს ”მტრედი”

02.03.2009  |  10:07

8/2/2/1822.jpeg25 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდენის სურვილი გამოთქვა. ამასთანავე განაცხადა, რომ არასოდეს შეურიგდება „საქართველოს ტერიტორიაზე" სამი რუსული საელჩოს არსებობას. ამ გდაკვრით ნათქვამში, ის გულისხმობდა მეზობელი რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დიპმისიებს.

„ჩვენ არ გვინდა რუსეთთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები, - პრეზიდენტის ციტირებას ახდენს Newsru.com. - ჩვენ გვინდა, რომ მუშაობდნენ საელჩოები თბილისშიც და მოსკოვშიც. ჩვენს ხალხს ეს ძალიან სჭირდება". სააკაშვილის სიტყვებით, ის მომხრეა ქვეყანაში რუსული ბიზნესის არსებობის და რუსეთთან დიალოგის, იმ პირობებში, როდესაც ის მოვა საქართველოში „არა როგორც ოკუპანტი, არამედ, როგორც კეთილი მეზობელი".

სააკაშვილმა თავისი განცხადება გააკეთა არა სადღაც, არამედ ყბადაღებულ „ოკუპაციის მუზეუმში" და ისიც წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული ადგილობრივი იუნკრების „ხსოვნის დღეს". ამ მოვლენას ხელისუფლების მხრიდან იმდენივე ყურადრება დაეთმო, რამდენი ღონისძიებაც ჩატარდა, რომლებმაც რიგი პოლიტოლოგებისაგან „სიძულვილის გაკვეთილების" შეფასება მიიღეს, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის „შემრიგებლური" ტექსტები პოლიტოლოგებმა სერიოზულად ვერ აღიქვეს.

მაგრამ საუბარი ახლა პრეზიდენტ სააკაშვილის პირფერობის ნიჭზე არ არის. საინტერესო სხვა რამეა: რატომ და რის გამო დაიწყო მან ამის შესახებ ლაპარაკი? რა თქმა უნდა, მაშინ, როდესც პრეზიდენტის სავარძელი შეირყა, დროა დაფიქრდე, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს მოწინააღმდეგეებთან. ოპოზიციონერებზე, მისი სიტყვები, რა თქმა უნდა, არ იმოქმედებს. მაგრამ ის ხომ პარლამენტში კი არ გამოდიოდა, არამედ ახალგაზრდობას ესაუბრებოდა. იმ პოტენციურ ძალას, რომლებიც მოსახლეობის სხვა კატეგორიებთან ერთად,ოპოზიციის მიერ დაპირებულ საგაზაფხულო საპროტესტო გამოსველებში, შეიძლება, ხელისუფლებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდეს. ახლა მნიშვნელოვანია ინიციატივის ხელში ჩაგდება - სტრატეგიულად ბრძნული გადაწყვეტილება. ეს - შანსია, თუმცა მცირე. განსაკუთრებით, თუკი გამოუცდელი ახალგაზრდობის წინაშე სახელმწიფოებრიობის გადამრჩენელის და სამშობლოს მცველის როლში წარსდგები. შესაძლებელია, რომ ძველი თანამებრძოლთაგან ვიღაც წამოეგოს ამ ხაფანგზე.

ეს სულაც არ არის სააკაშვილის პირველი მცდელობა, გარდატეხოს თავის სასარგებლოდ სიტუაცია, რომელიც ქვეყნის შიგნით ყალიბდება. ახალახანს, მას უნდოდა, რომ საზოგადოების ყურადღება შიდა პოლიტიკური პრობლემებიდან გადაეტანა და მოუწოდებდა საერთო მტრის - რუსეთის წინააღმდეგ კონსოლიდაციისკენ, რომელიც გაზაფხულზე „საქართველოზე თავდასხმას აპირებს". ამან არ უშველა. კრიტიკით თავს დაესხნენ მას, წამყვანი ოპოზიციონერებიც.

„ხელისუფლება გვაფრთხილებს, რომ თუკი აქციები და დესტაბილიზაცია დაიწყება, ამით ისარგებლებს რუსეთი, - ნინო ბურჯანაძის სიტყვები მოაქვს „ინტერფაქსს", - თუ იგივე ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, რა დაუშლის რუსეთს 2013 წელს განახორციელოს სამხედრო აგრესია?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100