RSS
на русском en in english
20.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთის ოლიმპიური წინსვლა შეყოვნდა

02.03.2009  |  10:09

8/2/3/1823.jpegრუსეთის მზადება „სოჭი - 2014" თამაშებისთვის, ეკონომიკური კრიზისის გამო გართულდა. ამ ყოველივემ, კორექტივები ოლიმპიურ მშენებლობებში აფხაზეთის მონაწილეობის გაგმებშიც შეიტანა. თუმცა სოხუმისთვის, ისევე როგორც მოსკოვისთვის, არ შეიძლება დადგენილი ვადებიდან დაგახვევა. ბოლოს და ბოლოს ამ პროექტში ხომ გარეულია არა მარტო ეკონომიკა, არამედ პოლიტიკაც.

რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა მოუწოდა, დააჩქარონ ოლიმპიური პროექტის ღონისძიებების რეალიზაცია. „პატრა-პატარა ჩავრდნებს შეუძლია მთელი სისტემის დანგრევა გამოიწვიოს".- გააფრთხილა მან, 24 თებერვალს ჩატარებულ სხდომაზე, პრეზიდენტთან არსებული ფიზკულტურისა და სპორტის განვითარების და ოლიმპიური თამაშების ჩატარების საბჭოს პრეზიდიუმი.

კრიზისის გამო რუსეთის ხელისუფლება წელს ოლიმპიური მშენებლობის დაფინანსებას 32,2 მილიონო რუბლით ამცირებს. სახელმწიფო კორპორაცია „ოლიმპსტროი" დეფიციტს, 2008 წელში აუთვისებელი ხარჯებიდან დაფარავს. ამას გარდა, ექსპერტებმა გადახედეს სპორტული სასახლეების პროექტებს, გაამარტივეს ისინი და კიდევ 7 მილიარდი რუბლი დაზოგეს. როგორც სხდომაზე განაცხადეს, 185 ობიექტიდან 104 ჯერ კიდევ პროექტირების სტადიაშია და მხოლოდ სამია ექსპლუატაციაში გაშვებული. ვიცე-პრემიერმა დიმიტრი კაზაკმა შეშფოთება გამოხატა 20 ობიექტის გამო, რომელთა ინვესტორებიც ჯერაც არ მოუნახავათ.

ამგვარად, კრიზისის პირობებში რუსეთის სახელმწიფო იძულებულია შეამციროს ხარჯები და მოიზიდოს კერძო კომპანიები, რომლებიც ასევე განიცდიან ფინანსურ სირთულეებს. მოვლენების ასეთი შემობრუნების გამო ისინი იძულებულნი არიან გადახედონ აფხაზეთში თავიანთ გეგმებს. „ჩვენ უკვე შემოგვთავაზეს სოჭის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებული რამოდენიმე პროექტი და გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ აფხაზეთს უახლოეს ხანში ნამდვილად წინსვლა ელოდება.". - გასული წლის ოქტომბერში „ნეზავისიმაია გაზეტასთან" ინტერვიუში აცხადებდა სოხუმის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. ახლა კოზაკმა განაცხადა, რომ თუმცა რუსეთი არ აპირებს უარი თქვას სამშენებლო მასალების აფხაზეთიდან მიწოდებაზე, „ეს დაქირავებულების საქმეა. ცენტრალიზებულად ამას ჩვენ არ გავაკეთებთ".

„ოლიმპიურ სხდომამდე" მოსკოვში ჩამოვიდნენ აფხაზეთის პრემიერი ალექსანდრ ანქვაბი და ფინანსთა მინისტრი ბესლან კუბრავა. მათი ვიზიტის მიზანი, მთავრობაში შეხვედრები იყო, რომლებზეც უნდა განხილულიყო საინვესტიციო პროექტები. მათ რიცხვში, ოლიმპიადისთვის სამზადისიც, GeorgiaTimes-თან საუბარში აღნიშნა აფხაზეთის სამთავრობო ინფორმაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ალხას ჩოლოკუამ.

აფხაზეთი სოჭისთვის უნდა გახდეს სამშენებლო მასალების უმსხვილესი მიმწოდებელი. თუმცა, ტყვარჩელის რაიონში 170 მილიონად ღირებული მომავალი ცემენტის ქარხანა, ღორღის წარმოების მოდერნიზაცია, ასფალტის ქარხნები ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზე არსებობენ, ისევე, როგორც კენჭების წარმოების გახსნის გეგმა და გუდაუთის რაიონში აგურის ქარხნის აღდგენა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100