RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ა.შ.შ.-ს მხრიდან გაკიცხვაც შექებაა

02.03.2009  |  10:12

8/2/4/1824.jpegამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, მსოფლიში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ყოველწლიურ მოხსენება. ოკეანის- გაღმელმა ექსპერტებმა 190-თზე მეტი მსოფლიოს ქვეყანა შეაფასეს. საქართველოს ხელისუფლებამ ვაშინგტონიდან, მათი მისამართით გაჟღერებული კრიტიკაც კი, ოპტიმისტურად მიიღეს. რუსეთი ხომ გაცილებით უფრო ძლიერ გაიკიცხა.

სიმართლე რომ ითქვას, ამ ცოტა არ იყოს უცნაურ მოხსენებაში, რომელიც ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა წარადგინა, ყველას საკმარისად მოხვდა. როგორც ყოველთვის, მკვეთრი კრიტიკა გაისმა რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და კუბის მისამართით. ასევე შეშფოთება იქნა გამოხატული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქსენოფობიის გამომჟღავნებისა და გუანტანამოს სამხედრო ციხეში პატიმრებთან მუშაობისას, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასტიკი მეთოდების გამოყენების გამო. საქართველოს ამომრჩევლების დაშინება შეახსენეს, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისას.

როგორც იტარ-ტასსი გვატყობინებს, სიტუაცია საქართველოში შემდეგგვარადაა დახასიათებული:"მიხეილ სააკაშვილი შემდეგი ვადით გადარჩეული იქნა, ძირითადად ევროსტანდარტების შესაბამისად, მაგრამ ადგილი ჰქონდა ზოგიერთ დარღვევებს: უზუსტობებს ხმების დათვლისას, დაშინების ფაქტებს, ზეწოლას საამომრჩევლო პროცესის მინაწილეებზე". დოკუმენტი ასევე ადასტურებს, რომ მაისში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისას შეიმჩნეოდა "პოლიტიკურად მოტივირებული შეყოვნებები" და მასმედიის მოღვაწეობის შეზღუდვა.

რუსეთის " ცოდვების" გრძელ ნუსხასთან შედარებით, საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, უმნიშვნელოდ მოეჩვენა. კიდევ უფრო მეტიც, ოფიციალურმა თბილისმა გადაწყვიტა, რომ ამერიკელებმა კიედევ ერთი ზედმეტი საბაბი მისცეს, უკბინონ რუსეთს. მოხსენებაში ხომ, აგვისტოს მოვლენებსაც ეთმობა ყურადღება.

ვაშინგტონელმა დაუღალავმა ადამიანის უფლებათა მცველებმა, რუსეთს კრიტიკა დაატეხეს, სამხრეთ ოსეთში ჩადენილი ქმედებების გამო და მას ბრალი დასდეს "არაპროპორციული ძალის გამოყენებაში". როგორც " Reuters"-ი გადმოგვცემს მოხსენებაზე დაყრდნობით, თეთრი სახლი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით, ააშენოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე.

საქართველოს ხელისუფლებამ, დაივიწყა რა კრიტიკა საკუთარი მისამართით, სასწრაფოდ და თავდავიწყებით შეუდგა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროდუქტისავის, საკუთარი განმარტებების მიცემას. "ამ მოხსენებით რუსეთმა კიდევ ერთი მკაცრი სიგნალი მიიღო. რაც ნიშნავს, რომ რუსეთი- სახელმწიფოა, რომელშიც აყვავებულია ავტოკრატია, რომელიც იჭრება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და ახორციელებს აგრესიას",- განუცხადა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ მაჭავარიანმა და ჩათვალა, რომ მოხსნებაში მოყვანილი შეფასებები "საქართველოსთვის კიდევ ერთი გარანტიაა იმისა, რომ აგვისტოს მოვლენები აღარ განმეორდება".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100