RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

იარაღის სკანდალი კვლავ ემუქრება კიევს

02.03.2009  |  10:15

8/2/7/1827.jpegსამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციის სამინისტრომ 25 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველო აპირებს, რომ უკრაინისაგან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები იყიდოს. ოფიციალური კიევი ამ მონაცემებს უარყოფს.

სამხრეთ ოსეთის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2008 წლის 17 დეკემბერს უკრაინული კომპანია „უკრსპეცექსპორტის" ხელმძვანელობას „სპეციალური ნაკეთობების" მოწოდების თხოვნით მიმართა. მითითებული იყო, რომ ნაღმები საჭირო იყო საქართველოს „შიდა საჭიროებისათვის". შესაძლო გარიგებაზე კომენტირებისას, ბეჭდვის სამინისტრო აკეთებს დასკვნას:

„სულაც არაა საჭირო, განვმარტოთ, რომ მსგავსი ტიპის შეიარაღებას არც ერთი სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე და საკუთარი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებს, - ციტირებას ახდენს RIA Novosti. - ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს „შიდა საჭიროება" იმაში გამოიხატება, რომ ეშმაკური და სასიკვდილოდ საშიში მოწყობილობა რომელიღაც სხვა ტერიტორიაზე დააყენოს".

საინტერესოა, რომ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, როგორც «Rosbalt» იტყობინება, სამრეთ ოსეთში დაუდგენელი ტიპის ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა და სერიოზულად დაშავდა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. აფეთქება მოხდა საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე, სოფელ არცევში. შესაძლოა, დაზარალებულ ძალოვანთან დაკავშირებული ინციდენტი გახდა ის ბოლო წვეთი, რომელმაც მოთმინების ფიალა აავსო და აიძულა რესპუბლიკის ხელისუფლება, მომხდარ ფაქტზე მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღება მიექცია.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ჟენევის კონვენციის პროტოკოლთან მიერთებას. მის შესაბამისად, საქართველოს არა მხოლოდ ეკრძალება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება, არამედ საომარი მოქმედებების შემდეგ ევალება, რომ განაღმოს ტერიტორია.

საზღვარზე ინციდენტში საქართველოს ბრალეულობა დადასტურებულია. მაგრამ ქართველი მეომრების სისტემატიური პროვოკაციების გამო მშვიდობიანი მოქალაქეები გამუდმებულ შიშში ცხოვრობენ, ხელისუფლება კი - დაძაბულია. ამას დამატებული უკრაინიდან საქართველოს არმიისთვის იარაღის მიყიდვის ისტორია. რომელთა შესახებაც, კერძოდ, შემოდგომაზე არაერთხელ უთქვამს რუსეთს. კიევი მაშინ ამტკიცებდა, რომ მიწოდება მაშინ კანონიერად ხდებოდა და შეესაბამებოდა საერთაშორისო ნორმებს. კამათი ჩაწყნარდა, მაგრამ ახლა შეიძლება ახალი ძალით გაჩაღდეს.

თუკი ზემოთ ნახსენები ინფორმაცია დადასტურდება, საქართველოც და უკრაინაც შეიძლება სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში გაეხვიონ.

ქართული მხარე ნაღმების ყიდვის შესაძლებლობას უარყოფს. ამის შესახებ RIA Novosti -სთან ინტერვიუში ძალიან კატეგორიულად ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პრეს- მდივანმა შოთა უტიაშვილმა:"უკრაინაში ახლა არანაირი იარაღის შესყიდვა არ ხდება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100