RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კავკასიაში თანხმობისაკენ გზას არასამთავრობოები გაკვალავენ

03.03.2009  |  09:58

8/4/2/1842.jpegსამხრეთ კავკასიის სამშვიდობო პროცესში ჩართვას არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ. თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის არასამთავრობოები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოსთან კეთილმეზობლურად იცხოვრონ. ამის შესახებ „ რესპუბლიკის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების სააგენტოს" დირექტორმა, დიანა ალბოროვამ განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ჩამოყალიბებაში არასამთავრობოების როლი იმაზე მეტია, ვიდრე სამთავრობო სტრუქტურებისა, რადგან ჩვენ გაცილებით თავისუფლები ვართ მოქმედებებში, ჩვენ უფრო მეტი შეხება გვაქვს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან, - ალბოროვას ციტირებას ახდენს ოსინფორმი. - არასამთავროებს, ტრადიციულად, დაძაბულობის შესამსუბუქებლადაც და ხალხის სოციალური მხარდაჭერისთვისაც მეტის გაკეთება შეუძლიათ". კერძოდ, არასამთავრობოები ეთნიკურ ჯგუფებს, შერეულ ოჯახებს შორის ურთიერთგაგებისთვის შეხვედრებსა და დისკუსიებს აწყობენ. სააგენტოს დირექტორის თქმით, ერთადერთი სფერო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები პრაქტიკულად უმწეონი არიან - ეს უსაფრთხოებაა. მაგრამ თუ მხარეთა ურთიერთგაგების აღდგენა და დიალოგის გამართვა მოხერხდა, შესაძლოა სამშვიდობოებს ნაკლები საქმე ჰქონდეთ.

ჯერჯერობით სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს არასამთავრობოების დიალოგი დაწყების პროცესშია. თებერვლის დასაწყისში სტრასბურგში ევროპის საბჭოს არასამთავრობოების კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა კავკასიაში კონფლიქტის შედეგების დაძლევის ოთხმხრივი შერეული სახალხო კომისია. ის რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისაგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის საერთო აზრამდე მისვლა ვერ მოხერხდა, გარკვეული წინსვლა მაინც გამოიკვეთა. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა მაქსიმ შევჩენკომ განაცხადა:"ჩვენ მოვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ ევროპის საბჭოს არაკომერციული ორგანიზაციები დააკვირდებიან ჩვენი კომისიის მუშაობას, - მის ციტირებას ახდენს „კავკაზსკი უზელი", - უმრავლესობა მათგანი დაინტერესებულია თანამშრომლობით".

შევნიშნავთ, რომ ახლა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც კი, აგვისტოს მოვლენების შეფასებასა და გაანალიზებაში აზრთა სხვადასხვაობაა. საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიების მგზნებარე მომხრეთა გვერდით, განაცხადა დიანა ალბოროვამ, „არის ხალხი, რომლებსაც ზუსტად ესმით სიტუაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების გამო შეიქმნა".

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ხალხი უბრალოდ დაიღალა სამხედრო პერიოდის რეჟიმში ცხოვრებით. მაგრამ მთავარია, რომ ისინი საკუთარი თვალით ხედავენ, თუ რა ხდება სასაზღვრო რაიონებში და ყველაფერს მშვენივრად აცნობიერებენ. სტრასბურგის კონფერენციაზე საქართველოს ერთ - ერთმა წარმომადგენელმა განმარტა,რატომ ცდილობს ქვყნის ხელისუფლება ქართული მოსახლეობის გამოყვანს ლენინგორის რაიონიდან : იმისათვის, რომ მსოფლიო თანამეგობრობას დაანახონ - ოსები რაიონში „ეთნიკურ წმენდას ეწევიან".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100