RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცხინვალი: გამართლებული დემარში

03.03.2009  |  10:00

8/4/3/1843.jpegსამხრეთ ოსეთმა შეიძლება ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვას. ამის შესახებ 26 თებერვალს განაცხადა რესპუბლიკის ბეჭდვითი მედიისა და ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტმა.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის საკუთარ თავზე აღებული პოზიციის კონსტატირება მოახდინოს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებულია „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" მითზე,- საუბარია განცხადებაში.- ამგვარი პოზიცია ეჭვქვეშ აყენებს ევროსაბჭოს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანმიმართულობას და ევროკავშირის მონაწილეობას აგვისტოს კრიზისის დარეგულირებაში, რომელიც საქართველოს მხრიდან ოსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიით არის გამოწვეული."

ოფიციალური ცხინვალის განცხადების მიზეზი გახდა ევროსაბჭოს ბოლო სხდომა, რომლის მიმდინარეობისასაც ევროკავშირმა ბელორუსიას მოუწოდა მონაწილეობა მიეღო პროგრამაში „აღმოსავლური პარტნიორობა", ამასთან ერთად მან მინსკისგან მოითხოვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე უარის თქმა. ოსურმა საგარეო საქმეთა უწყებამ ეს შეაფასა როგორც „პოლიტიკური შანტაჟი" და „ევროკავშირის უმაღლესი ჩინოვნიკების მიერ არსებულ ვითარებაზე თვალის დახუჭვის" აშკარა გამოვლინება.

ეს მხოლოდ სურვილით შეიძლება აიხსნას? არ ვისურვებდით კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობასთან პარალელების გავლებას, მაგრამ პრაქტიკულად ანალოგიურ სიტუაციაში ევროპამ დიამეტრულად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე მარტივია ამას პოლიტიკური ორმაგი სტანდარტები ვუწოდოთ. თუმცა, შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულადაა.

რეალურად რა მიზნებს ემსახურება, მაგალითად, ევროკავშირი „აღმოსავლური პარტნიორობის" პროგრამის განვითარებით?ოფიციალური განცხადებების თანახმად, ეს არის ამბიციური გეგმა სახელმწიფო შენების სფეროში და დემოკრატიის განვითარებაში, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას თავისუფალი ვაჭრობის, ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში. სინამდვილეში კი ევროკავშირს იმედი აქვს, რომ თავის გავლენას გააძლიერებს, უზრუნველყოფს საკუთარი თავისთვის რუსეთის მიერ არაკონტროლირებადი ენერგომიწოდების მარშრუტებს და მთლიანობაში შეამცირებს მოსკოვის პოზიციებს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

აი აქ არის, როგორც ამბობენ, ძაღლის თავი დამარხული. ევროკავშირი აგრესიულად უტევს რუსეთს, გარს არტყამს მას. ახლა იძულებულია ყური უგდოს მოსკოვის ხმას. დასუსტებული რუსეთისთვის კი არ იქნება საჭირო ანგარიშის გაწევა.ეუთო მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უარყოფისკენ მოუწოდოს? ნატო მხოლოდ აღშფოთებას გამოთქვამს რუსული ბაზების გუდაუთოსა და ოჩამჩირეში განთავსების თაობაზე? ალბათ, არა. ძალაში შევა დიქტატის ტაქტიკა, როგორც ეს 90-ან წლებში მოხდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100