RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დაუვიწყარი სოფიკო

03.03.2009  |  15:38

8/5/4/1854.jpegერთი წელი გავიდა მშვენიერი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებიდან. ის კულტურის იმ მოღვაწეებს შორის იყო, ვინც პოლიტიკაზე მაღლა დგას.

სოფიკომ თავად შეირჩია სახელი. მისმა მშობლებმა ქუდში ფურცლის ორი ნაგლეჯი ჩადეს სახელებით სოფიკო და ელენე, ერთი თვის პატარამ კი თავისი არჩევანი გააკეთა. როგორც მსახიობი, უკვე მოზრდილობისას, გამოუტყდა ის ტელეარხს „კულტურა", თავის სახელს ძალიან აფასებდა, რადგან ის „სიბრძნეს" ნიშნავს.

მისი დედა ვერიკო ანჯაფარიძე არანაკლებ ნიჭიერი მსახიობი იყო. მის მამაზე, სოფიკოს თქმით, „ღმერთმა ტალანტებით სავსე კალათა დაბერტყა...მას შეეძლო გამხდარიყო მოქანდაკეც, მხატვარიც, რეჟისორიც, მსახიობიც, მწერალიც და მომღერალიც". როგორც რეჟისორი, მიხეილ ჭიაურელი, ცნობილი გახდა დღის შუქზე მისი ფილმების გამოსვლის შემდეგ: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და „ოთარაანთ ქვრივი". სხვათა შორის, გიორგი დანელია, სწორედ ის ვინც გადაიღო „მიმინო", „აფონია" და „Kin Dza Dza", სოფიკოს ბიძაშვილად ეკუთვნის.

ასეთი შემოქმედებითი ოჯახიდან 18 წლის სოფიკოს გზა პირდაპირ რუსეთის კინემატოგრაფიულ ინსტიტუტზე გადიოდა. უკვე სტუდენტურ წლებში მან კინოში გადაღება დაიწყო, ითამაშა რეზო ჩხეიძის ფილმში „ჩვენი ეზო", რონდელის ფილმში „ენგურის ნაპირებზე" და ჭიაურელის - „ამბავი ერთი ქალიშვილისა".

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში სოფიკო ცოლად გაჰყვა რეჟისურის ფაკულტეტის სტუდენტს გიორგი შენგელაიას. მათ ოჟახში ორი ვაჟი გაიზარდა. 1980 წელს ისინი გაიყარნენ და სოფიკომ ბედი დაუკავშირა სპორტულ კომენტატორსა და მსახიობს კოტე მახარაძეს.

სოფიკოს ანგარიშზე კინოსა და თეატრის 100 როლზე მეტია. ჯერ კიდე გაუყოფელი საბჭოთა კავშირის მაყურებლებმა შეიყვარეს ის ზუსტად შესრულებული როლებისთვის ფილმებში „ეძიეთ ქალი", „არ დაიდარდო", „ნე გეშინია, მე შენთან ვარ", „მონანიება", „მილიონი საქორწინო კალათში". ის იყო ერთადერთი საბჭოთა მსახიობი, რომელსაც შვიდჯერ ერგო პრიზი „საუკეთესო ქალის როლისთვის" საერთაშორისო კონკურსებზე. სოფიკოს იღებდნენ ანა სურიკოვა, გიორგი დანელია, სერგეი ფარაჯანოვი.

2006 წლის ნოემბერში, როდესაც მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები გამწვავდა, სოფიკომ თავისი აზრი გამოთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც რადიო „თავისუფლების" მსმენელების კითხვებს პასუხობდა. კულტურის მოღვაწეებმა ერთ-ერთმა პირველებმა იგრძნეს საკუთარ თავზე დიპლომატიური კავშირების რღვევა. გალინა ვიშნიოვსკაია ჭიაურელს ეპატიჟებოდა მოსკოვურ სპექტაკლებში სათამაშოდ, მსახიობის 60 წლის იუბილეზე მისი კოლეგები რუსეთის დედაქალაქში ზეიმის მოწყობას აპირებდნენ, ყველა ეს გეგმა აუხდენელ ოცნებად დარჩა. „მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება არ ჩავიდე მოსკოვში, ვერ ვნახო ჩემიანები, დაველაპარაკო ჩემს ნათესავებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100