RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სჭირდება თუ არა კავკასია ეუთოს ასეთი მისია?

03.03.2009  |  16:10

8/5/5/1855.jpegეუთოს მისიის მანდატი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ტექნიკური გზით. ამის შესახებ გუშინ განაცხადა ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანმა.

„ჩვენ არ შეგვიძლია მოვითხოვოთ რუსებისგან, რომ მათ უარი თქვან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობს ცნობის მოწოდებაზე,- ბაკოიანის სიტყვები მოჰყავს საინფორმაციო სააგენტოს.- თუმცა არც რუსებს შეუძლიათ ჩვენგან ელოდონ, რომ შევცვალოთ არ-აღიარების პოზიცია. ამიტომაც რეალისტები უნდა ვიყოთ და ვიპოვოთ გამოსავალი ტექნიკურ დონეზე, ყველას სასარგებლოდ".

ეუთოს თავმჯდომარის განცხადებები მშვიდობიანია. საბერძნეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, მართლაც აპირებს მონაწილეობის მიღებას სამხრეთ კავკასიის ვითარების დარეგულირებაში. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტყუილად არ ახსენა ყველასთვის სასარგებლო გადაწყვეტილება - ეს ნიშნავს რომ საქართველოსთვისაც და სამხრეთ ოსეთისთვისაც, როგორც თანაბარუფლებიანი მხარისთვის. რაც უდავოდ პროგრესია. მაგრამ შესაძლებელია კი თანხმობამდე მისვლა „ტექნიკური" გზით? პრობლემურია.

2009 წლის 1 იანვრამდე მოქმედი მისიის მანდატი არ იყო იმაზე გათვალისწინებული,რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცეოდა. თუმცა აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მოგვიანებით კი სექტემბრის, როდესაც სამხრეთ კავკასიის რუქაზე ორი ქვეყნით მეტი გაჩნდა, მანდატმა ფაქტიურად თავისი ძალა დაკარგა და საბოლოოდ შეწყდა.

განხეთქილების ვაშლი გახდა მოსკოვისა და თბილისის პოზიციები. რუსული მხარე პრინციპულად ითხოვს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში ორი დამოუკიდებელი მისიის გახსნას. თბილისი კი ცდილობს ყველაფერი მიიყვანოს აგვისტომდელ სტატუს-ქვომდე, როგორც ჩანს ყურადღებას არ აქცევს საკუთარ წვლილს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში. ეუთოსთვის ეს სიტუაცია გადაუჭრელი აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, შეიძლება მისიის სახელის შეცვლა რომელიმე ქვეყნისადმი მიკუთვნების გარეშე. დამკვირვებლები როგორც მუშაობდნენ რეგიონში, ისე იმუშავებენ. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ერთი წინააღმდეგობა: ეუთოს მისიამ ვერ შეძლო ხელი შეეშალა აგვისტოში საქართველოს მხრიდან ოსეთზე თავდასხმისთვის. ეს კი მისიის ეფექტურობის შეფასების მთავარი კრიტერიუმია.

გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი იძულებული იყო აღენიშნა: „აგვისტოს მოვლენების კონტექსტში ეუთომ, აშკარაა რომ, ვერ შეასრულა თავისი დანიშნულება,- მის განცხადებას გვაწვდის იტარ-ტასი.- ის ვერ აღმოჩნდა საჭირო სიმაღლეზე, როგორც რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტი". მისი თქმით, ეუთოს დამკვირვებლების ხელთ არსებული ინფორმაცია საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ყველა მონაწილე ქვეყანას არ შეუტყვია. ამის შესახებ, ჩურკინის თქმით, ცნობილი გახდა ბევრად უფრო გვიან ეუთოს მისიის თანამშრომლების მიერ დასავლური პრესისთვის მიცემული ინტერვიუდან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100