RSS
на русском en in english
14.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„ალიანსი საქართველოსათვის“ დასწრებაზე მოქმედებს

04.03.2009  |  09:39

8/6/0/1860.jpeg„ალიანსმა საქართველოსთვის" პრეზიდენტს მორიგი ულტიმატუმი წამოუყენა. ოპოზიციიდან - უკვე მესამე. ახალგაზრდა გაერთიანება იმუქრება საპროტესტო აქციების ორგანიზებას არა აპრილისთვის, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, არამედ მარტისთვის. რა ხდება საქართველოს პოლიტიკურ არენაზე?

„თუკი მიხეილ სააკაშვილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ 5 მარტამდე არ განაცხადებს, 6 მარტიდან ალიანსი მისი გადადგომის შესახებ ღონისძიებათა სერიებს დაიწყებს", - განაცხადა საზოგადოებრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა, ლევან ბერძენიშვილმა. რვა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება 9 აპრილისთვის გადაწყვიტა.

თავის გამოსვლაში ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ მარტის ღონისძიებებში მოიაზრება საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც კონსტიტუციის ჩარჩოებითაა დაშვებული. „ეს წელი იქნება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის არა მხოლოდ ბოლო საპრეზიდენტო წელი, ეს იქნება პოლიტიკაში მისი ყოფნის ბოლო წელი", - ბერძენიშვილის ციტირებას ახდენს რადიოსადგური „რუსეთის ხმა". თუმცა, ზუსტად გასულ კვირას ბატონ სააკაშვილს პრაქტიკულად ანალოგიური პირობა წამოუყენა პარტია "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქციების დაწყების ვადა იყო სხვა - 9 აპრილი.

მაშინვე, როგორც საინფორმაციო სააგენტო GHN იუწყება, "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ არჩეულია საქართველოში ხელისუფლების შეცვლის კონსტიტუციური გზა და ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგან უკეთესია თავის შეკავება. მაგრამ... გასული კვირის ბოლოს ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპაში. როგორც Day.az იუწყება, გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი უკვე ახალ ამპლუაში - როგორც ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი, - შეხვდა საგარეო კავშირების ევროკომისარს, ბენიტა ფერერო - ვალდნერს, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნებს და სხვა ოფიციალურ პირებს. ევროპიდან დაბრუნების შემდეგ ალასანიამ ორი მოულოდნელი დემარში განახორციელა: როგორც უკვე ვწერდით, სააკაშვილს მორიგი ულტიმატუმი წამოუყენა, ასევე, საინფორმაციო გაზეთის „взгляд" მიხედვით, რუსეთთან დაკავშირებით აგრესიულ პოლიტიკაზე უარის თქმის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. რა ხდება პოლიტიკის ბატალიების მოულოდნელობებით სავსე ქართულ მინდორზე? GeorgiaTimes-ის კორესპონდენტის შეკითხვებს პასუხობს სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი მენაღარიშვილი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100